"ლოცვა ანტიქრისტეს ბეჭდისაგან დასახსნელად"

"ლოცვა ანტიქრისტეს ბეჭდისაგან დასახსნელად"
უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, გვიხსენ ჩვენ მოახლოებულისა ღმრთივშერისხულისა და ბოროტისა ეშმაკისა ანტიქრისტეს ხიბლისაგან და ყოველთა მისთა მაცდურებათაგან, დაიფარე ჩვენი სულიერი მამა, მოძღვარი (სახელი) და ჩვენ ყოველნი სულიერნი შვილნი მისნი და ყოველნი მახლობელნი ქრისტიანენი ყოვლისაგან ვერაგისა ანტიქრისტეს და ყოველთა მისთა საცთურთაგან და ნუ მოგვცემ ჩუენ, უფალო, რაითა გვეშინოდეს ეშმაკისა ჩვენზედა მოწევნულისა ამაოისა შიშისაგან, უმეტეს შიშისა ღმრთისა, რაითა არა განგიდგეთ შენ და წმინდასა შენსა მართლმადიდებელსა ეკლესიასა. მოგუეც ჩუენ, უფალო, ძალაი წამებად და სიკუდილად სახელსა შენისათვის და წმინდისა შენისა მართლმადიდებელისა ეკლესიისათვის და არა მივიღოთ ბეჭედი იგი ანტიქრისტესი და არა თაყვანის–ვსცეთ მას, არამედ, მოგუეც ჩვენ, უფალო, დღე და ღამე ცრემლნი ცოდვათა ჩვენთათვის და შეგვიწყალენ ჩვენ დღესა მას საშინელისა სამსჯავროისა შენისასა.ამინ.

Monday, February 7, 2011

არ გვინდა დასავლეთი და უფრო მეტიც!

...ასე რომ, უფალმა წინასწარვე გააფრთხილა მოციქულები, რომ იქნება ომები. მაგრამ, როგორც ვხედავთ, განსაკუთრებითაა გამოყოფილი უკანასკნელი საშინელი ომი, რომელიც გამოირჩევა წინამორბედთაგან თავისი მასშტაბებით, მასში ჩართული ხალხების და სახელმწიფოების რაოდენობით, თავისი საზარელი შედეგებით (თუნდაც მოვლენები ეგვიპტეში). შიმშილი, ავადმყოფობები და მიწისძვრები. ცნობილია, რომ მიწისძვრები მომხდარა წარმართობისა და ქრისტიანულ ეპოქებშიც, მაგრამ მსოფლიო არ ყოფილა არასდროს იმდენი მიწისძვრების მომსწრე, როგორც ჩვენს დროში. (გაიხსენეთ მიწისძვრა ჰაიტიზე – სადაც დაღუპულთა რაოდენობა 230,000–ს აღწევს) კვირა არ გავა ისე, რომ სადმე ჩვენს პლანეტაზე არ მოხდეს მიწისძვრა. მარტო საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში მოხდა 7 მიწისძვრა. როგორც ცნობილია უფალი უშვებს ომებს ხალხთა დასასჯელად და გამოსასწორებლად. ეს კარგადაა ცნობილი ძველი აღთქმის ისტორიიდან, როდესაც ისრაელი ღმერთს აქცევდა ზურდს და იწყებდა თავისი მეზობელი ხალხების ჭარმართული ადათ–წესებით ცხოვრებას, უფალი სჯიდა თავის რჩეულ ხალხს ავადმყოფობებითა და ომებით, რომლენიც ცოდვას სჩადიოდა. იგივე გვემართება ჩვენ დღეს და ჩვენც ვზღავთ ევრო–ამერიკული კერპის თაყვანისცემისათვის. კარგად აქვს ნათქვამი ამის შესახებ XIX ს–ის დასასრულს წმ. თეოფანე დაყუდებულს: "დასავლეთით გვსჯიდა უფალი მაგრამ ვერ ვხვდებით... ყელამდე ჩავეფალით დასავლურ ლაფში და კარგად ვართ. თვალნი გვაქვს და გვესმის, გუმანითაც ვერ ვხვდებით "
უფალო შეგვიწყალე! მოგვეც ნათელი და ჭეშმარიტება შენი. აგერ მესამე მსოფლიო ომი კარზე მოგვადგა, ჩვენ კი არხეინად ვართ, მუსიკა, მხიარულება და გარყვნილებაა ჩვენს ირგვლივ. და ეს გასაკვირიც არ არის, რადგანაც მასობრივი ინფორმაციის ყველა საშვალება იმ ხალხის ხელშია, ვინც, რბილად რომ ვთქვათ, შორსაა ქრისტიანობისგან. ყველაფერი ეს ხდება იმ ხალხის ნებით, ვინც გეგმაზომიერად ეომება ეკლესიას, ვინც დაინტერესებულია იმაში, რომ თანამედროვე ადამიანები, ისედაც სულიერად სუსტნი სამუდამოდ დაყრუვდნენ და დაჩლუნგდნენ, რათა აქციონ ისინი "ახალი მსოფლიო წესრიგის" მოქალაქეებად. ეს ბოლო ომი კი მხოლოდ დააჩქარებს ადამიანთა "ახალ აზროვნებაზე" გადასვლას. ამის თაობაზე წინასწარ იწინასწარმეტყველა XVI ს–ის უდიდესმა წმინდანმა ნილოს მირონმდინარემ: " XX ს–ის შუისათვის იმდროინდელი ადამიანები შეიცვლებიან. ანტიქრისტეს მოახლოების ჟამს ადამიანთა გონება დაიბინდება ხორციელ ვნებათაგან, გაძლიერდება უსინდისობა და უკანონობა. სამყაროს ვეღარ იცნობთ. შეიცვლება ადამიანთა იერი (რაც უკვე შეცვლილია) და ვეღარ განირჩევა კაცი ქალისაგან, უხამსი ტანსაცმლისა და ვარცხნილობის გამო. ანტიქრისტეს ცდუნების გამო ეს ხალხი გახდება ველური და სასტიკი, გაქრება სიყვარული მშობელთა და უფროსთა პატივისცემა. ქრისტიანთა მწყემსნი ეპისკოპოსნი და ღვთისმსახურნი გახდებიან პატივმოყვარენი და ვეღარ გაარჩევენ მარჯვენას მარცხენისაგან (ანუ ცუდად ეცოდინებათ წმინდა წერილი, წმინდა მამათა გადმოცემები და, რაც მთავარია, არ გააჩნდებათ ჭეშმარიტად მართლმადიდებლური სული). უკიდურეს ზღვარს მიაღწევს სიცრუე და ვერცხლისმოყვარეობა, საზოგადოებაში გაბატონდება მრუშობა, მეძავეობა, მამათმავლობა და ფარული საქმენი (ე.ი. "მაფია").

No comments:

Post a Comment