"ლოცვა ანტიქრისტეს ბეჭდისაგან დასახსნელად"

"ლოცვა ანტიქრისტეს ბეჭდისაგან დასახსნელად"
უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, გვიხსენ ჩვენ მოახლოებულისა ღმრთივშერისხულისა და ბოროტისა ეშმაკისა ანტიქრისტეს ხიბლისაგან და ყოველთა მისთა მაცდურებათაგან, დაიფარე ჩვენი სულიერი მამა, მოძღვარი (სახელი) და ჩვენ ყოველნი სულიერნი შვილნი მისნი და ყოველნი მახლობელნი ქრისტიანენი ყოვლისაგან ვერაგისა ანტიქრისტეს და ყოველთა მისთა საცთურთაგან და ნუ მოგვცემ ჩუენ, უფალო, რაითა გვეშინოდეს ეშმაკისა ჩვენზედა მოწევნულისა ამაოისა შიშისაგან, უმეტეს შიშისა ღმრთისა, რაითა არა განგიდგეთ შენ და წმინდასა შენსა მართლმადიდებელსა ეკლესიასა. მოგუეც ჩუენ, უფალო, ძალაი წამებად და სიკუდილად სახელსა შენისათვის და წმინდისა შენისა მართლმადიდებელისა ეკლესიისათვის და არა მივიღოთ ბეჭედი იგი ანტიქრისტესი და არა თაყვანის–ვსცეთ მას, არამედ, მოგუეც ჩვენ, უფალო, დღე და ღამე ცრემლნი ცოდვათა ჩვენთათვის და შეგვიწყალენ ჩვენ დღესა მას საშინელისა სამსჯავროისა შენისასა.ამინ.

Thursday, February 10, 2011

ღირსი ეფრემ ასური (წინასწარმეტყველება, რომელიც აბსოლიტურად ყველამ უნდა წაიკითხოს!)


"გულისტკივილით დავიწყებ სიტყვას იმ ურცხვიბეს და უსაზარლეს გველზე, რომელიც მთელ ცისქვეშეთს აღაშფოთებს და ადამიანის სულში ბინას დაუდებს შიშს, სულმოკლეობასა და საზარელ ურწმუნოებას, მოახდენს ცრუ "სასწაულებს", "ნიშთა და სხვა რამ საშიშართ, "ვიდრე ცთუნებამდე, უკუეთმცა ვითარ შეუძლოს, რჩეულთა მათცა" (მათე 24,24). ღმერთის დაშვებით მიიღებს ძალაუფლებას , აცთუნოს ქვეყანა, რამეთუ უღირსებით აღივსო იგი. ყველგან სხვადასხვაგვარი საშინელებანი მოხდება. სწორედ ადამიანთა უღირსების გამო დაუშვებს ყოვლადწმიდა მეუფე, რათა ეს ქვეყანა სულითა სიცრუისათა გამოიცადოს, რამეთუ ასე მოისურვეს ადამიანებმა განშორდნენ ღმერთს და შეიყვარონ ბოროტი......იგი იფრენს ჰაერში და ეშმაკნი მსგავსად ანგელოზთა ამაღლდებიან მტარვალის წინაშე. იგი სიმტკიცით ღაღად–ჰყოფს, შეიცვლის რა იერს და უსაზღვროდ შეაშინებს ადამიანებს. მაშინ, ძმანო, შეურყეველი აღმოჩნდება ის, ვისაც სულში ექნება უტყუარი ნიში – წმიდა მოსვლა მხოლოდშობილისა ძისა ღვთისა ჩვენისა. უმალ, რა წამს იხილავს გამოუთქმელ მწუხარებას, ყოველი მხრიდან ყოველ სულზე მომავალს, რამეთუ არსაიდან არა აქვს (სულს) ნუგეში და განსვენება, არცა მიწიდან, არცა ზღვიდან; რა წამს იხილავს, რომ მთელი ქვეყანა არეულია და თითოეული გარბის, რათა მთებს შეაფაროს თავი, ერთნი იხოცებიან შიმშილისაგან, სხვანი ცვილივუთ ჩამომდნარან წყურვილით და არავინაა შემწყნარებელი; რა წამს დაინახავს სული, რომ ყველას თვალიდან ცრემლი სდის და მთელი არსებით კითხულობს: "არის ნეტავ დედამიწაზე სადმე სიტყვა ღვთისა?" და ესმის პასუხად "არსად!" ვინ გადაიტანს ამ დღეებს, ვინ მოითმენტს აუტანელ მწუხარება, რაჟამს იხილავს ხლხთა არევ–დარევას, რომელნიც დედამიწის ყოველი კუთხიდან დაიძვრებიან მტარვალის სანახავად და მრავალნი თაყვანს სცემენ მთრთოლვარედ მხმობელნი "შენ ხარ მხსნელი ჩვენი" – ზღვა ბორგავს, ხმელეთი დასკდა, ცა ცვარს არ გამოსცემს, მცენარეულობა გახმა, აუწერელი შიშისგან აღმოსავლეთის ხალხები დასავლეთისკენ მირბიან, დასავლეთისანი – აღმოსავლეთისკენ. უსირცხვილო კი მიიღებს რა ძალაუფლებას, ყოველ კუთხეში წარგზავნის ეშმაკებს, რათა თამამად იქადაგობ: "უდიდესი მეფე გამოჩნდა დიდებით: მოვედით და იხილეთ ისი!"...........რამეთუ ბევრი ღვთის მაამებელი ადამიანი მოიძებნება, რომელნიც მთებსა და უდაბნო ადგილებში შეძლებენ გადარჩენას, მრავალი ლოცვითა და გულითადი ტირილით; რამეთუ ღმერთი წმიდა, იხილავს რა მათ გამოუთქმელ გლოვასა და გულწრფელ სარწმუნოებას, შეიწყალებს მათ, ვითარცა ტკბილი მამა, და დაიფარავს მათ იქ, სადაც თავი შეაფარეს. ამავე დროს ყოვლად საზიზღარი გველი არ მოისვენებს მოძებნოს წმინდანები, როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზედ, იფიქრებს რა, რომ უკვე გამეფდა დედამიწაზე და ყველა დაემორჩილა მას, ვერშემცნობელი საკუთარი უძლურებისა და სიამაყისა, რის გამოც დაეცა, განიზრახავს, უბედური, უფალს იმ საშინელ წუთს შეეწინააღმდეგოს, როცა ზეციდან დიდებით მოვალს. ....იმჟამად, როდესაც გველი გამოჩნდება, დედამიწაზე არ იქნება მოსვენება; დაისადგურებს უდიდესი მწუხარება, შფოთი, არეულობა, სიკვდილი და შიმშილი ყოველ კუთხეში, რამეთუ თვით უფალმა ჩვენმა გამოთქვა თავისი ღვთიური ბაგეებით: "იყვნენ დღენი იგი ჭირისანი, რომელი არსადა იქმნა ესევითარი დასაბამითგან" (მარკ. 13,19). სიმამაცის სული იქნება საჭირო, რათა შეძლონ საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა ამ ცდუნებათა შორის, რამეთუ თუ ადამიანი ოდნავ მაინც გამოიჩენს უზრუნველობას, ადვლიად დაიპყრობს მაცდური გველი, ცბიერი და მზაკვარი დაატყვევებს ცრუ სასწაულებით. მრავალი ლოცვა და ცრემლი გვჭირდება, რომ რომელიმე მაინც ჩვენს შორის მტკიცე აღმოცნდეს ცდუნებებში, რამეთუ გამრავლდება მხეცისგან მოგვრილი ოცნებები...რომ ყველა იძულებელი გახდება, მხეცის ნიშანი ატაროს (აპოკალიფსის მიხედვით, შუბლსა ან მარჯვენა ხელზე). ამ ნიშნის მტარებელს შეეძლება სზრდოსა თუ სხვა რამ საჭიროს შეძენა და მხეცი ზედამხედველებს დააყენებს მისი განკარგულებების შესასრულებლად. დააკვირდით მხეცის სივერაგეს და მზაკვრულ ეშმაკობას, თუ როგორ იწყებს კუჭით, რათა ადამიანი ჩავარდება რა მძიმე მდგომარეობაში საკვების უქონლობის გამო, იძულებული გახდეს, მიიღოს ბეჭედი (მხეცისა) ანუ ავად სახსენებლი ნიშანი არა ნებისმიერ ასოზე სხეულისა, არამედ სწორედ მარჯვენა ხელსა და აგრეთვე შუბლზე, რათა ამ ადამიანს უკვე აღარ ჰქონდეს საშუალება, გამოისახოს ჯვარი, შუბლზე კი აღიბეჭდოს უფლის წმინა სახელი ანუ დიდებული და პატიოსანი ჯვარი ქრისტე მაცხოვრისა ჩვენია, რამეთუ უწყის უბედურმა, რომ უფლის ჯვრის გამოსახვა არღვევს მთელ მის ძალას. ამიტომაც ადებს მარჯვენა ხელზე თავის ბეჭედს, რამეთუ სწორედ ეს ხელი გამოსახავს სხეულის ყველა ასოზედ ჯვრის ნიშანს. მსგავსადვე ამისა, შუბლიც, როგორც ლამპარი, მაღლად ატარებს სინათლის მანათობელს (მომასწავებელს) მხსნელისა ჩვენისა. მხეცი ამ საშინელებას იმისთვის მიმართავს, რათა უფლისა და მაცხოვრის სახელი სულაც არ იხსენიებოდეს, თრთის და ესინია რა ჩვენი მაცხოვრის წმიდა ძალისა; რამეთუ ვინც არ იქნება მხეცის ნიშნით აღბეჭდილი, მას ვერც დაატყვევებს მისი წარმოსახვითი ცრუსასწაულები. ამასთან, უფალიც არ ტოვებს ასეთებს, არამედ განანათლებს და მიიზიდავს თავისკენ. რადგანაც მაცხოვარი, რომელმაც კაცთა მოდგმის ხსნა განიზრახა წალწულისგან იშვა და ადამიანის ხატებით მოვლენილმა დათრგუნა მტერი თავისი წმიდა ღვთიური ძალით. ამიტომ ბოროტიც გადაწყვეტს, მსგავსი სახით მოგვევლინოს და გვაცდუნოს. უფალი დედამიწაზე ელვის მსგავსად მოვა ნათლითმოსილ ღრუბლებზედ, მაგრამ არა ამგვარადვე მოვა მტერი, რამეთუ ის განდგომილია. მართალია, ქალწულისაგან, თუმცა შეგინებულისაგან იშობა მისი იარაღი ე.ი ანტიქრისტე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მტერი განკაცდა. ყოვლად საძაგელი მოვა ამგვარი სახით, როგორც ავაზაკი, რათა ყველა აცთუნოს. მოვა მორჩილი, მშვიდი, სიცრუის მოძულე, – როგორც თავად ილაპარაკებს საკუთარ თავზე, – კერპების უარმყოფელი, ამომრჩეველი ღვთისმოსაობისა, კეთილი, გლახაკთმოყვარე, უაღრესად მშვენიერი თავისი გარეგნობით, უცვლელი ურთიერთობაში, ყველას მიმართ ალერსიანი. იგი არ მიიღებს ქრთამს, არასოდეს ილაპარაკებს მრისხანედ, არავის ეჩვენება პირქუში სახით, არამედ კეთილსახიერი იერით დაუწყებს ცდუნებას ქვეყანას, ვიდრე არ გამეფდება. ამიტომაც, როცა სხვადასხვა ხალხები და მაღალი მდგომარეობის პირნი იხილავენ მის ასეთ სათნოებას და ძალას, უცებ ყველა განიზრახავს, აღიარონ მეფედ და ეტყვიან ერთმანეთს: – მოიძებნება კიდევ სადმე ასეთი კეთილი და სამართლიანი ადამიანი? მალე განმტკიცდება მისი სამეფო და განრისხებული მოსპობს სამ მეფეს. შემდეგ გაამპარტავნდება გულით და ეს გველი გადმოანთხევს ღვარძლს, არევს ქვეყანას, შეაზანზარებს ოთხივ კუთხეს, ყველას შეავიწროვებს და დაიწყებს სულების შემწიკლებას.... ის გამოსცემს მგრგვინავ ხმას, რითაც შეაზანზარებს ადგილს, სადაც ბრბო იდგება და იტყვის: "ყოველნო ერნო, შეიცანით ძალი შემი და ხელმწიფება!" მნახველთა თვალწინ გადადგამს მთებს, ზღვიდან მოუხმობს კუნძულებს, მაგრამ ყოველივე ამას ჩაიდენს მოტყუებით და წარმოსახვით და არა სინამდვილეში – თუმცა აცდუნებს ქვეყანას, მოატყუებს მრავალს, დაიჯერებენ და ადიდებენ, როგორც ძლიერ ღმერთს....მაშინ ყრმებს სული ამოხდებათ დედის მკერდზე; დედებს – შვილთა ზედა; მოკვდება მამაც ცოლსა და შვილებთან ერთად და არავინ მოიძებნება, ვინც მათ გვამებს მიაბარებს მიწას. ქუჩაში დაყრილი გვამებისაგაბ აუტანელი სუნი დადგება ყველგან და ცოცხლებზე საზარლად იმოქმედებს. გულის ტკივილით და კვნესით იტყვის თითოეული გამთენიისას: "–როდის მოსაღამოვდება, რომ განვისვენო?" მაგრამ როცა დადგება საღამო, მწარედ თვალაცრემლებულნი ეტყვიან თავის თავს: "როდის ირიჟრაჟებს, რომ გავექცეთ მოწეულ მწუხარებას?" მაგრამ არსად იქნება გასაქცევი და თავშესაფარი, რადგან ყველაფერი არეული იქნება – ზღვაცა და ხმელეთიც. სეტყვა, მიწისძვრები, ღელვა ზღვაზედ, შიშები ხმელეთზე, მრავალრიცხოვანი ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი სამოსელი ასეთ მწუხარებაში ვერავის მოუტანს შვებას, არამედ ნეტარად ჩათვლიან ყველას, ვინც ასეთი დიდი წუხილის დადგომამდე მოკვდა და სამარე აღირსა; ოქრო–ვერცხლი უპატრონოდ იქნება გაბნეული ქუჩებში და არც კი შეეხებიან, რამეთუ ყოველივე ამაზრზენი შეიმნება. .....ყველა ვინც ირწმუნა მძვინვარე მხეცისა და მიიღო მისი ბეჭედი, ერთბაშად გარემოადგებიან მას (მხეცს) და გულისტკივილით ეტყვიან: "მოგვეც ჩვენ სასმელ–საჭმელი, რამეთუ შიმშილისგან ჩამოვხმით და გარეკე ჩვენგან გესლიანი მხეცები". და ეს უბედური, არა აქვს რა საამისო საშუალება, უდიდესი სისასტიკით უპასუხებს მათ: "კაცნო, საიდან მოგიტანოთ საჭმელ–სასმელი? ცა წვიმას არ გვიგზავნის და მიწა ნაყოფს". ერები მოისმენენ რა ასეთ პასუხს, დაიგმინებენ და ატირდებიან, რომ ასე ჩქარად ერწმუნენ მტარვალს...ყველა ვინც მიიღებს ანტიქრისტეც ბეჭედს და თაყვანს სცემს მას, ვითარცა სახიერ ღმერთსა, მოკლებული იქნება სასუფევლიდან და გველთან ერთად შთაგდებულ იქნება გგენიაში. მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, უფალი თავისი მოწყალებით წარმოგზავნის ილია თეზბიტელს და ენუქს, რათა მათ კაცთა მოდგმას აუწყონ ღვთისმოსაობა. ისინი კადნიერებით, ყველას უქადაგებენ ყველას ღვთისმეცნიერებას. ასწავლიან, რომ შიშის გამო არ ერწმუნონ მტანჯველს და ამგვარად ეტყვიან: "ჰოი კაცნო, ეს თვალთმაქცობაა! არავინ იოტისოდენადაც კი არ ერწმუნოთ, ნურვინ დაემორჩილებით ღვთისმბრძოლს, ნურავის მოგგვრით შიშს, რამეთუ ღვტისმბრძოლი მალე უმოქმედოდ აღმოჩნდება! აჰა. ზეციდან მომავალ არს უფალი წმინდა განსხად, ვინაც ერწმუნა მხეცის ცრუ სასწაულებს" – თუმცა, ძალზედ მცირენი მოისურვებენ მოუსმინონ მათ და დაუხერონ. მრავალი წმინდანთაგანი, შეგინებულის მოსვლისას, ნაკადულივით დაღვრიან ცრემლებს წმიდა ღვთის მიმართ, რათა გადაურჩნენ გველს. უდიდესი აჩქარებით გაიქცევიან უდაბნოებში და დაიმალვიან მთებსა და გამოქვაბულებში; თავზე მტვერსა და ნაცარს დაიყრიან და უკიდურესი მორჩილებით დღე და ღამე ვედრებაში იქნებიან და წმიდა ღვთისაგან მიეცემათ მათ შემდეგი: მადლი ღვთისა გაიყვანს მათ განგებით წინასწარ განსაზღვრულ საამისო ადგილებში და იქ გადარჩებიან შეფარებულები მღვიმესა და გამოქვაბულებში. ისინი არ ნახავენ შიშიანობასა და ცრუ სასწაულებს ანტიქრისტესგან, რამეთუ მეცნიერთ (მცოდნეთ) განგებისა არ გაუჭირდებათ მიხვდნენ ანტიქრისტეს მოსვლას. მისთვის კი, ვისაც გონება ცხოვრებისეული საქმეებისკენ ექნება მიპყრობილი და ეყვარება მიწიერი, ეს არ იქნება ცხადი, ტუმცა, ყურს მოჰკრავს, მაგრამ არ დაიჯერებს და მეტიც, სასაცილოდ არ ეყოფა, როცა ამას ეტყვიან. წმინდანები კი განმტკიცდებიან, რამეთუ "ყოველივე მსოფლიო დაუტევეს ზრუნვა"....დასასრულ, თქმულისაებრ მოვა უფალი, ვითარცა ელვა, ბრწყინავი ცით გამო. მოვალს წმიდა, ყოვლადუბიწო, საშინელი, დიდებული ღმერთი ჩვენი, შეუდარებელი დიდებით, რომელსაც წინამავლობენ მთავარანგელოზნი; ყოველნი ვითარცა ალი ცეცხლისა ფრთებით, სახის დამფარავნი, მღაღადებელნი მთრთოლვარედ: "აღსდექით, განსვენებულნო, აჰა ესერა მოვალს სიძე!" განიხვნებიან საფლავნი და ერთ წამისყოფაში განიღვიძებენ ყოველნი მიწიერნი მოდგმანი და აღიხილავენ და იხილავენ სიძის წმიდა მშვენიერებას და მრავალჯერ მრავალნი და ურიცხვჯერ ურიცხვნი მთავარანგელოზნი და ანგელოზნი, უსაზრვრო მხედრობა განიხარებს სიხარულითა დიდითა. წმინდანნი და მართალნნი და ყველა, ვინც არ მიიღო ბეჭედი გველისა და უღმრთოისა, განიხარებენ. ასევე ანტიქრისტეს ბეჭდის მიმღებელნი , ყველა უღირსინ და ცოდვილი შეიკვრება ანგელოსთა მიერ და მიყვანილ იქნება საშინელ სამსჯავროზე და მეუფე გამოუტანს განაჩენს: მარადიული განკიტხვა დაუშრეტელ ცეცხლში. ყველა, ვინც კი არ მიიღო მხეცის ბეჭედი და ყველა, ვინც გამოქვაბულებში იმალებოდა, სიხარულს მიეცემა სიძესთან ერთად მარადიულ და ზეციურ ნადიმზე ყველა წმინდანთან ერთად უკუნითი უკუნისამდე, ამინ"!

Wednesday, February 9, 2011

რიცხვი 23 – უცნაურობა (უბრალო დამთხვევა თუ რეალობა?)

რიცხვი 23–ის უცანურობა მდგომარეობს იმაში, რომ მას უკავშირდება ყველაზე ბევრი მოვლენა ვიდრე სხვა რომელიმე რიცხვს, თანაც ისეთი მოვლებენი, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია კაცობრიობისთვის. უბრალოდ დამთხვევა თუ კავშირი და საიდუმლო რომელიც ამოუცნობია დღეს–დღეისობით, თქვენი პასუხი თქვენივე თავში ეძებეთ, ეს კი როგორც საინტერესო და უცნაური ამბავი ისე წაიკითხეთ. აქ არის მოყვანილი ყველა ის დამთხვევა რაც ამ რიცხვს ეხება:

  • 2 რომ გავყოთ 3–ზე უდრის 0.666...... ხოლო მისი გამრავლებით, უბრალოდ 6.

  • 23 წელი; ძვ.წ. 23; 1923 წელი.

  • ეპისკოპოსი აშერის აზრით მსოფლიო შეიქმნა 4004 წლის 23 ოქტომბერს ჩვ.წ.აღ.

  • შუმერების და ეგვიპტელების კალენდრის მიხედვით, ახალ წელს 23 ივლისს აღნიშნავდნენ.

  • ბარბაროსები შეიჭრნენ რომში 410 წლის 23 აგვისტოს.

  • გმირული შემოტევა აიტანა ბაიაზეტის ციხე–სიმაგრემ რომელიც 23 დღე გრძელდებოდა, ისტორიაში შევიდა როგორც баязетское сидение.

  • ნიკოლოზ II მეფობდა 23 წელი. იმ სარდაფში ჩამავალი კიბის საფეხურები, სადაც მეფე და მისი ოჯახი იმალებოდა, შეადგენდა ასევე 23 საფეხურს სადაც ისინი დახვრიტეს.

  • 23 წელი მართავდა იტალიას ბენიტო მუსოლინი.

  • ატომური იარაღის ცდების დროს (ატოლე ბიკინში) ამერიკელებმა ააფეთქეს 23 ატომური ბომბა.

  • ადამიანის პირველი დაჯდომა მთვარეზე შედგა 23მ. გრადუსით აღმოსავლეთით და 23მ. გრადუსით დასავლეთით. გამგზავრება მოხდა "აპოლო 11"–ისა და "აპოლო12"–ის მეშვეობით. (11+12=23).

  • 1983 წლის 23 ოქტომბერს, ბეირუთში, ტერორისტების შემოტევების შედეგად არმიელების ყაზარმებზე დაიღუპა 241 ადამიანი. 24–1=23

  • რომის პაპების უმრავლესობის რიცხვი – 23 (იოან XXIII)

  • ევკლიპიდეს გეომეტრია აგებულია 23 აქსიომაზე

  • გილბერტის "23 პრობლემა"

  • მთვარეზე არსებობს 23 ობიექტი, რომელიც შექმნა საბჭოთა კავშირმა

  • მარსსა და მის თანამგზავრს "დეიმოსს" შორის დაშორება 23,5 ათას კმ. შეადგენს. მეორე თანამგზავრს "ფობოსას" შორის 23კმ.

  • ყველაზე მოკაშკაშე ვარსკვლავი "სირიუსი", 23–ჯერ უფრო კაშკაშაა ვიდრე მზე.

  • ადამიანის ორგანიზმში ქრომოსომების რიცხვი არის 23 ( მდედრობით სქესში– 22X და 1Y. მამრობით სქესში– 22Y და 1X.)

  • სახსრების რიცხვი ადამიანის ხელზე = 23

  • ადამიანის ბიორითმების ფიზიკური ციკლი = 23 დღეს შეადგენს (დარჩენილი 7 დღე)

  • ადამიანის ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის სრული წრე სრულდება 23 წამში.

  • ვანადიუმის სიმბოლო, 23–ე ელემენტი მენდელეევის პერიოდულობის სისტემაზე. (ვანადიუმი რომაულად იწერება როგორც V ანუ 2+3 (23))

  • რუსული ანბანის 23–ე ასოა–х. ინგლისური ანბანის 23–ე ასოა-w. W კომპიუტერის კლავიატურაზე არის განლაგებული 2–სა და 3–ს ქვევიტ (23).

  • ტელეგრაფის კოდი 23 ნიშნავდა – "კავშირის გაწყვეტას"

  • მაიკლ ჯორდანი, რომელიც თამაშობდა "ჩიკაგო ბულსში" იყო 23 ნომერი. ამის შემდეგ 23 ნომერი სპორტულ მაისურზე იღბლიან ციფრად ითვლებოდა.

  • ფიფას შესარჩევი მსოფლიო და საკონტინენტო მონაწილეობის რაოდენობა უნდა შეადგენდეს 23 ადამიანს.

  • სინოდის წევრთა რაოდენობაა 23

  • ტოკიოში 23 რაიონია.

  • უილიამ შექსპირი დაიბადა 23 აპრილს 1564 წელს, და გარდაიცვალა 13 აპრილს 1616 წელს.

  • იმპერატორ იულიუს ცეზარს მიაყენეს 23 დანის ჭრილობა.

  • "ნისანი" იაპონურად ნიშნავს 23–ს. ნი–ორი და სან–სამი.

  • ლათინურ ანბანში 23 ასოა.

  • ჰიროსიმა – H-არის 8–ე ასო (აფეთქება), 6 აგვისტო, 1945 წელი. 8+6+1+9+4–5= 23

  • ტიტანიკი ჩაიძირა 15 აპრილის დილას, 1912 წელს. (04.15.1912) 4+1+5+1+9+1+2= 23

  • რეისი 800: დაიღუპა 230 ადამიანი. აფეთქება მოხდა 23j და 23k ადგილებზე.

  • 11 დეკემბერს, 1941 წელს ამერიკამ ომი გამოუცხადა გერმანიას (11.12.1941) 11+12=23

  • ჰიტლერმა თავი მოიკლა აპრილში(4–ე თვე), 1945 წელს. 4+1+9+4+5=23

  • მაიას ტომებს ჯერათ, რომ სამყაროს დასასრული 2012 წლის (20+1+2=23) 23 დეკემბერს იქნება.

  • ფსალმუნი 23

  • ჯოელ შუმახერმა გადაიღო ფილმი ციფრ "23"–ზე



ვინ არის ანტიქრისტე? (ნაწილი 2)


ღირსი სერაფიმ საროველი: ანტიქრისტეს დაბადებამდე რუსეთში მოხდება ხანგრძლივი ომი და სისხლისმღვრელი რევოლუცია.... (1905 წლის რუსეთის რევოლუციის დროს 13,000 ადამიანი გარდაიცვალა. 1917 წლის რუსეთის რევოლუცია, თებერვლის რევოლუცია, ოქტომბრის რევოლუცია) ... დაიღუპება უამრავი სამშობლოს ერთგული ადამიანი, გაიძარცვება მონასტრები და საეკლესიო ქონება, შებილწავენ უფლის ეკლესიებს."


ერთი ამერიკელი ნათელმხილველი ჯილ დიკსონი ამბობს რომ, ანტიქრისტე დაიბადა 1962 წლის 5 თებერვალს და დაიწყებს სატანისტურ "ქადაგებას" 1992 წლიდან. (1962 და 1992 წლები, მათი პირველი ორი რიცხვია 19, ხოლო ბოლო ორი 62 და 92, რომლებიც ამობრუნებულია – ესეც საინტერესო ფაქტია, რიცხვების უცნაურობების და დამთხვევის შესახებ შემდეგ სტატიაში.)


არქიმანდრიტი ნექტარიუსი (მულაციოტისი): ბევრი ამტკიცებს, რომ ანტიქრისტე დაიბადება 1964 წ. ( ან 1962 წ. 2–5 თებერვალს), როცა ადგილი ექნება "პლანეტების აღლუმს", რადგან "პლანეტების აღლუმი" შედგა ქრისტეს შობამდე 2 წლით ადრე. შეიძლება ეს მართლაც ასეა, შეიძლება არა, მაგრამ მოვლენები, რომლებიც ჩვენს დღეებში ხდება, სერიოზულ ეჭვს ბადებს".

1962წ. ადრე გაზაფხულზე მთელი მსოფლიოს ებრაელებმა დიდი ზეიმით აღნიშნეს მომავალი მესიის დაბადება. ისინი თვლიან, რომ მესია დაიბადა სადღაც სირიაში ან ერაყში. თუმცა ეს მოვლენა გასაიდუმლოებულია.


წმ. ეფრემ ასური: ანტიქრისტე მიღებული იქნება ნაუცბათევად, დაუფიქრებლად. იგი უბრძანებს მთას, ზღვის ერთი მხრიდან მეორეზე გადავიდეს, და მაყურებელს მოეჩვენება, რომ მთა მოდის, სინამდვილეში კი ძირი ოდნავადაც არ შეერყევა".


წმ. იპოლიტი. რომის პაპი (30.1.268): მძიმე დღეები დაუდგებათ მათ, ვინც ქალაქებსა და დასახლებებში იქნებიან. ისინი განუწყვეტლივ გადაადგილდებიან აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და უკან, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. გამუდმებით გლოვასა და მწუხარებაში იქნებიან. როგორც კი, გათენდება, ღამის დადგომას ინატრებენ, რომ დაისვენონ საზრუნავისგან. ღამით კი, განუწყვეტელი მიწისძვრებითა და გრიგალებით გატანჯულნი, ინატრებენ დღის სინათლის დანახვასა და სიკვდილის მოსვლას, თუნდაც მტანჯველი სიკვდილისა. ტაძრებსაც დიდი გლოვისა და მწუხარების დღეები დაუდგებათ. წირვა, კმევა და შესაწირავი, რომელიც იმ დროს აღივლინება, სათნო აღარ იქნება ღვთისთვის. იმ დღეებში აღარ აღევლინება ქრისტეს პასტიოსანი სისხლი და ხორცი, საყოველთაო მრვდელთმსახურება შეწყდება, მიჩუმდება ფსალმუნთ გალობა, წმინდა წერილს აღარ წაიკითხავენ და ჩამოწვება წყვდიადი კაცთათვის. ოქროს და ვერცხლს გზებზე გადაყრიან და აღარავინ იქნება მათი შემგროვებელი. ყველაფერი საძაგელი გახდება. ყველა ეცდება, რომ გაიქცეს და სადმე დაიმალოს, მაგრამ ვერსად შეძლებენ დაემალონ მტრის მძვინვარებას, რამეთუ მიიღეს რა მისი ნიშანი, ადვილად მოსაძებნი და ამოსაცნობი შეიქმნენ. გარეთ შიში და შიგნით ცახცახი იქნება დღითა და ღამით. ქუჩებშიც და სახლებშიც იქნება გვამები, შიმშილი და წყურვილი იქნება დასადგურებული შინ და გარეთ...წარიხოცება სილამაზე ყველა სახიდან. ადამიანებს ძველი მშვენება იმდენადვე შერჩებათ. როგორც მიცვალებულებს. წარიხოცება ქალის მშვენიერება და ჩაკვდება ყოველგვარი ჟინი ადამიანებში.


ანტიქრისტეს გამეფება დაშვებული იქნება ღვთისაგან

სახარებისეულ იგავში ხორბლისა და ღვარძლის შესახებ (მათე 13.24) ნაჩვენებია, რომ ბოროტების არსებობა დედამიწაზე რაღაც დროით დაშვებულია ღვთისგან, თუმცა მას არა აქვს მინიჭებული მოქმედების სრული თავისუფლება.

წმ. იოანე დამასკელი გვასწავლის: "ეშმაკსა და მის დემონებს არა აქვთ არც ხელმწიფება და არც ძალა ვინმეს წინააღმდეგ, ვინმეს საცთუნებლად, თუკი ღმერთისგან არ მიეცემათ ამის ნება საღმრთო აღმშენებლობის (განგებულების) მიზნით... (მათ) ნებადართული აქვთ, გამოსცადონ ადამიანი, მაგრან ვისიმე იძულება არ შეუძლიათ. მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, მოვიგერიებთ თუ არა მათ თავდასხმას (ადამიანს მიცემული აქვს თავისუფალი ნება, ეშმაკის ადამიანზე გაბატონება მხოლოდ მას შემდეგ ხდება, როცა ეს უკანასკნელი დაივიწყებს ღვთისადმი ერთგულებას და თავად მიიღებს თავის არსებაში ცოდვას.).

წმ. ეფრემ ასური: ღმრთისა მიშვებით მიიღებს იგი ხელმწიფებასა ქვეყნის ცდუნებისასა, რამეთუ აღივსო ქვეყანა უწმინდურებითა და ყოვლითა საშინელებითა, ხოლო ესოდენის უწმინდურებისათვის კაცთასა დაუშვა ყოვლადწმინდა მეუფემ, რათა განსცადოს სოფელი სულმა მაცდურმა და რამეთუ ნებსით განუდგნენ კაცნი ღმერთსა და შეიყვარეს ბოროტი.

ეპ. თეოფანე დაყუდებული: ანტიქრისტე გამოცხადდება, როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, არა ღვთის ნების წინააღმდეგ. ღვთის განგებულებაში შედის ისიც, მისი მოსვლის მომზადებაც და ამ მოსვლის შედეგებიც. არა იმიტომ: რომ ღმერთი უსურვებს ასეთ ბოროტებას ადამიანებს, არამედ იმის გამო, რომ ადამიანები თავად მიიყვანენ თავის თავს აქამდე. ეს მომენტი (ანტიქრისტეს მოსვლა) უფალმა გადასწია ბოლო შესაძლებლობამდე იმის მოლოდინში, მოვა თუ არა კიდევ ვინმე, ვისაც ენდომება მისდამი შევრდომა. როდესაც უკვე აღარავინ დარჩება ასეთი, უფალი აღიღებს ხელს, ბოროტება აზვირთდება დ ანტიქრისტე გამოცხადდება. (ამიტომ შევეცადოთ, რომ ყურადღება არ მოვაკლოთ უფალს, ვილოცოთ და ვთხოვოთ, რომ აგვაცილოს ეს.).

მაცხოვარი



  • მე ვარ სიცოცხლე, თქვენ კი არ მეძებთ

  • მე ვარ გზა, თქვენ კი არ მომყვებით

  • მე ვარ ნათელი, თქვენ კი ვერ მხედავთ

  • მე ვარ მოძღვარი, თქვენ კი არ მისმენთ

  • მე ვარ ერთგული მეგობარი, თქვენ კი არ გიყვარვართ

  • მე ვარ უფალი, თქვენ კი არ მემორჩილებით

  • მე ვარ ღმერთი თქვენი, თქვენ კი არ ლოცულობთ ჩემდამი

  • და თუ თქუენ არა ხართ ბედნიერნი, ნუ დამადანაშაულებთ მე!

Tuesday, February 8, 2011

ვინ არის ანტიქრისტე? (ნაწილი 1)


1) ანტიქრისტე სიტყვასიტყვით ნიშნავს ქრისტეს მოწინააღმდეგეს. წინსართი "ანტი" შეიძლება ორგვარი მნიშვნელობით იყოს ნახმარი: "წინააღმდეგ" და "მაგიერ".

სახელი ანტიქრისტე წმინდა წერილში ორგვარი მნიშვნელობით იხმარება: 1) ქრისტეს ყველა ის მტერი (მოქიშპე), რომელიც ეწინააღმდეგება სახარების მოძღვრების გავრცელებას, აყალბებს მის სწავლებებს და უარყოფს ქრისტიანულ დოგმატებს (იოანე 2.22; იოანე 4.3; 2 იოანე 7)

2) ეს არის პიროვნება, რომელიც სამყაროს აღსასრულის წინ მოვა ქრისტიანობის განადგურების მიზნით

მრავალი წმინდა მამა წინასწარმეტყველებს, რომ ანტიქრისტე იქნება ისრაელის 12 ტომიდან ერთ–ერთის – დანის შთამომავალი

დანის ტომი იკავებდა მცირე ადგილს ქანაანის ტერიტორიაზე, პალესტინელების მეზობლად, ამიტომ ხშირად ყვებოდა პალესტინელების თავდასხმის ქვეშ. დანიდან ეგვიპტეში შეიქმნა პატარა კომლი, რომელიც ივლიდა 62700 ადამიანს. იგაელა იადინის ჰიპოტეზის თანახმად, ეს ტომი იყო ბერძნული წარმოშობის – დანაიცები, რომლებიც მოგვიანებით შეუერთდა სრაელის ტომთა კავშირს.

წმ. დიდმოწამე ირინეოს ლიონელი ამბობს: "დანიდან ისმის მისი ცხენების ჭიხვინი, მისი მერნების თქრათქურისგან იძვრის დედამიწა, მოდიან, რომ შთანთქონ მთელი ქვეყანა, ქალაქები და მათი მკვიდრნი" (იერ.8,16) ამიტომაც ეს ტომი არაა მოხსენიებული "აპოკალიფსში" გადარჩენილთა შორის (გამოცხ. 7.5–7).

წმ. ანდრია, კესარიის ეპისკოპოსი (Vს): "დანის ტომი არ მოიხსენიება სხვებთან იმიტომ, რომ მისგან წარმოიშვება ანტიქრისტე."

თეოდორე კვიპროსელი: " ....ანტიქრისტე, რომელიც დაჯდება ტაძარსა იერუსალიმისასა, დაგმობს ღმერთს და გამოიჩინებს თავსა თვისსა ვითარცა ღმერთი."

წმიდა ეფრემ ასური: " ....თავის თავს უწოდებს მქადაგებელს, ჭეშმარიტი ღვთისშემეცნების მოამაგეს, აღთქმულ მესიას."

თეოდორიტე: " ...ადამიანთა მტერი და ღვთის მოწინააღმედე დემონი, ღვთის სახელის მიმტაცებელი."

დეკანოზი ბორისი: "იგი როგორც ღმერთი, თაყვანისცემას მოითხოვს ....შეეცდება გარეგნული წესით ქრისტეს მიბაძოს."

მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი): " ანტიქრისტე იმდენად მომხიბვლენი იქნება, იმდენად თანაშეეწყობა დროის სულს, ამა სოფლის სულს, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფით, რომ უმრავლესობა ვერც კი შეატყობს თავისი ქრისტიანობის წარწყმედას, ისე თაყვანს–სცემს მას."

რა ან ვინ იქნება "ნოეს კიდობნის" შემცვლელი მეორედ მოსვლისას?


ჩვენი თანამედროვე ცნობილი რუსი მქადაგებელი, არქიმანდრიტი იოანე(კრესტიანკინი) 1992 წელს ამბობდა: "პირველი სამყარო წარღვნამ შთანთქა, რადგანაც იგი უწმინდურებასა და უღმერთოებაში ჩაეფლო. ხოლო მეორე სამყარო ბოროტების მოგიზგიზე ნაკვერცხლებს აგროვებს და უკვე შეკრებილი აქვს ცეცხლის ისეთი რაოდენობა, რომელიც თვითაალებისას მთელ სამყაროს შთანთქავს".
ვინ ხედავს და ვის ესმის ეს? ასეთები ცოტანი არიან და კვლავ ახდება წინასწარმეტყველება: "ყურნი გექნებათ, მაგრამ ვერ გაიგონებთ, თვალით შეხედავთ და ვერ დაინახავთ". ჩვენს თვალწინ აგიზგიზდება მსოფლიო ომის კოცონი, რომლის შემდგომაც კაცობრიობას მოევლინება "მშვიდობისმყოფელი" ანტიქრისტე, რომელიც უკვე დაბადებულია. რუსებო, ქართველნო, ბერძნებო, სერბებო, ყველა მართლმადიდებელნო – რა გელოდებათ თქვენ მომავალში?

ცრუმესია, როგორც ჩანს თავის მოღვაწეობას ნიუ–იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში დაიწყებს. თავისი "კაცთმოყვარე" მოღვაწეობით ის სწრაფად მოიპოვებს მთელი მსოფლიოს აღტაცებულ სიმპათიებს. ხოლო გახდება რა ერთიანი მეფე ერთიანი კაცობრიობის, ის გადაიქცევა მხეცად, ცოდვის კაცად, დაღუპვის ძედ (2 თეს, 2,3; 2, 7–12). მომზადება უკვე დამთავრებულია! – სქემმონაზონი ანტონი


აპოკალიფსი – რეალობა

აპოკალიფსის IX თავის კითხვისას მიხვდებით, რომ გაოცებული წინასწარმეტყველი ხედავს თანამედროვე რაკეტებით აღჭურვილ სამხედრო გამანადგურებელს, რომელსაც მართავს სპეციალური მუზარადიანი პილოტი და ტურბინიდან გამოტყორცნილ მოყვითალო ალს, რომელიც გრძელ თმებს გვაგონებს. წმიდა იოანეს ასევე მოესმის თვითმფრინავის გუგუნი, რომელიც მართლაც მიაგავს "ეტლთა რახუნს". როდესაც უამრავი ცხენი ბრძოლაში მიემართება. გარდა ამისა, "გამოცხადებაში" აღწერილია სანთლისმაგვარი მოელვარე დიდი ვარსკვლავი. რომელსაც აბზინდა ეწოდება (გამოცხ. Vlll). ხომ არ გვაგონებს ეს ატომური ქონების მქონე მფრინავ რაკეტას? სოტყვა აბზინდა უკრაინულ ენაზე "ჩერნობილად" გამოითქმის. ან სულაც ხომ არ დაეჭვდებით ამაზე?

Monday, February 7, 2011

სასწრაფოოოოოოოდ წასაკითხი!!!!!


XX ცნობილი წმინდანი ლავრენტი ჩერნიგოველი 1950 წელს, სიკვდილის წინ ამბობდა: "დადგება დრო, როცა იომებენ და შემდეგ მოხდება მსოფლიო ომი. ვინც გადარჩება, იტყვის: მოდი, ერთი ავირჩიოთ, და აირჩევენ. ფრთხილნი უნდა ვიყოთ, როცა ერთს აირჩევენ. მას აირჩევენ, როგორც მეფეს. სუსტებს უფალი წაიყვანს, დანარჩენნი კი სნეულებებით განიწმინდებიან. ისეთებიც იქნებიან, რომლებიც ომში სისხლით ცოდვებს ჩამოირეცხავენ და წმინდანებად გამოცხადდებიან. ყველაზე ძლიერებს კი უფალი თავისთან შესახვედრად წაიყვანს. უნდა ვიყოთ ფხიზლები, და ფრთხილები, რადგანაც ანტიქრისტე ახლოსაა". წმ. ლავრენტი კიდევ აბობდა: "ახლა, ხმას რომ ვაძლევთ მარცხენა ხელით, ეგ არაფერია, რადგანაც არ ვირჩევთ მსოფლიოში ერთს. აი, როდესაც კენჭს ვუყრით ერთს მთელს მსოფლიოში, ეს უკვე ანტიქრისტეა და არ შეიძლება ხმის მიცემა. და კიდევ ამბობდა. რომ ისეთი ომი იქნება, რომ არავინ არსად არ გადარჩება, მხოლოდ ხეობებში. ომი იქნება და დარჩება ორი ან სამი სახელმწიფო და იტყვიან: " ავირჩიოთ ერთი მეფე მთელი სამყაროსთვის". ბოლო ჟამს ჭეშმარიტ ქრისტიანებს გაასახლებენ და მოხუცნი და უძლურნი მათ გამოედევნებიან.

"განათლებული ევროპა"


წმ. თეოფანე დაყუდებული წერს:" ჩვენ გატაცებულნი ვართ "განათლებული" ევროპით. დიახ, იქ პირველებმა აღადგინეს ამ სამყაროდან განდევნილი წარმართული უმსგავსოებანი; იქიდან გადმოვიღეთ ჩვენ ისინი. ჩავისუნთქეთ რა ეს ჯოჯოხეტური ჰაერი, სულელებივით თავდავიწყებით და მართლაც, უზარმაზარ სარეკლამო პლაკატებზეც კი, რომლებმაც დაამახინჯეს ჩვენი ქალაქები, აწერია:"ჩაწვდით ამერიკულ სულს!" შემდეგ წმ. თეოფანე აგრძელებს: " როგორ გაირყვნა დასავლეთი? თავის თავი თვითონვე გარყვნა: სახარების ნაცვლად შეისწავლეს წარმართული ადათ–წესები და გაირყვნენ. იგივე მოგვივა ჩვენც. ქრისტესგან დაშორებული დასავლეთისგან ვსწავლობთ, გადმოვიღეთ მისი სული, და ყველაფერი ეს დასრულდება იმით, რომ ზურგს ვაქცევთ ჭეშმარიტ ქრისტიანობას. მაგრამ ამაში არაფერი არ არის აუცილებელი თავისუფლებისათვის: მოვინდომებთ და განვდევნით დასავლურ წყვდიადს, არ მოვინდომებთ და ჩავეფლობით მასში სამუდამოდ" ასე რომ, მსოფლიოს მოახლოებული კატასტროფა შედეგია იმისა, რომ კაცობრიობამ ზურგი აქცია ღმერთს და არნახულად წაბილწა ყოვლად წმინდა.

არ გვინდა დასავლეთი და უფრო მეტიც!

...ასე რომ, უფალმა წინასწარვე გააფრთხილა მოციქულები, რომ იქნება ომები. მაგრამ, როგორც ვხედავთ, განსაკუთრებითაა გამოყოფილი უკანასკნელი საშინელი ომი, რომელიც გამოირჩევა წინამორბედთაგან თავისი მასშტაბებით, მასში ჩართული ხალხების და სახელმწიფოების რაოდენობით, თავისი საზარელი შედეგებით (თუნდაც მოვლენები ეგვიპტეში). შიმშილი, ავადმყოფობები და მიწისძვრები. ცნობილია, რომ მიწისძვრები მომხდარა წარმართობისა და ქრისტიანულ ეპოქებშიც, მაგრამ მსოფლიო არ ყოფილა არასდროს იმდენი მიწისძვრების მომსწრე, როგორც ჩვენს დროში. (გაიხსენეთ მიწისძვრა ჰაიტიზე – სადაც დაღუპულთა რაოდენობა 230,000–ს აღწევს) კვირა არ გავა ისე, რომ სადმე ჩვენს პლანეტაზე არ მოხდეს მიწისძვრა. მარტო საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში მოხდა 7 მიწისძვრა. როგორც ცნობილია უფალი უშვებს ომებს ხალხთა დასასჯელად და გამოსასწორებლად. ეს კარგადაა ცნობილი ძველი აღთქმის ისტორიიდან, როდესაც ისრაელი ღმერთს აქცევდა ზურდს და იწყებდა თავისი მეზობელი ხალხების ჭარმართული ადათ–წესებით ცხოვრებას, უფალი სჯიდა თავის რჩეულ ხალხს ავადმყოფობებითა და ომებით, რომლენიც ცოდვას სჩადიოდა. იგივე გვემართება ჩვენ დღეს და ჩვენც ვზღავთ ევრო–ამერიკული კერპის თაყვანისცემისათვის. კარგად აქვს ნათქვამი ამის შესახებ XIX ს–ის დასასრულს წმ. თეოფანე დაყუდებულს: "დასავლეთით გვსჯიდა უფალი მაგრამ ვერ ვხვდებით... ყელამდე ჩავეფალით დასავლურ ლაფში და კარგად ვართ. თვალნი გვაქვს და გვესმის, გუმანითაც ვერ ვხვდებით "
უფალო შეგვიწყალე! მოგვეც ნათელი და ჭეშმარიტება შენი. აგერ მესამე მსოფლიო ომი კარზე მოგვადგა, ჩვენ კი არხეინად ვართ, მუსიკა, მხიარულება და გარყვნილებაა ჩვენს ირგვლივ. და ეს გასაკვირიც არ არის, რადგანაც მასობრივი ინფორმაციის ყველა საშვალება იმ ხალხის ხელშია, ვინც, რბილად რომ ვთქვათ, შორსაა ქრისტიანობისგან. ყველაფერი ეს ხდება იმ ხალხის ნებით, ვინც გეგმაზომიერად ეომება ეკლესიას, ვინც დაინტერესებულია იმაში, რომ თანამედროვე ადამიანები, ისედაც სულიერად სუსტნი სამუდამოდ დაყრუვდნენ და დაჩლუნგდნენ, რათა აქციონ ისინი "ახალი მსოფლიო წესრიგის" მოქალაქეებად. ეს ბოლო ომი კი მხოლოდ დააჩქარებს ადამიანთა "ახალ აზროვნებაზე" გადასვლას. ამის თაობაზე წინასწარ იწინასწარმეტყველა XVI ს–ის უდიდესმა წმინდანმა ნილოს მირონმდინარემ: " XX ს–ის შუისათვის იმდროინდელი ადამიანები შეიცვლებიან. ანტიქრისტეს მოახლოების ჟამს ადამიანთა გონება დაიბინდება ხორციელ ვნებათაგან, გაძლიერდება უსინდისობა და უკანონობა. სამყაროს ვეღარ იცნობთ. შეიცვლება ადამიანთა იერი (რაც უკვე შეცვლილია) და ვეღარ განირჩევა კაცი ქალისაგან, უხამსი ტანსაცმლისა და ვარცხნილობის გამო. ანტიქრისტეს ცდუნების გამო ეს ხალხი გახდება ველური და სასტიკი, გაქრება სიყვარული მშობელთა და უფროსთა პატივისცემა. ქრისტიანთა მწყემსნი ეპისკოპოსნი და ღვთისმსახურნი გახდებიან პატივმოყვარენი და ვეღარ გაარჩევენ მარჯვენას მარცხენისაგან (ანუ ცუდად ეცოდინებათ წმინდა წერილი, წმინდა მამათა გადმოცემები და, რაც მთავარია, არ გააჩნდებათ ჭეშმარიტად მართლმადიდებლური სული). უკიდურეს ზღვარს მიაღწევს სიცრუე და ვერცხლისმოყვარეობა, საზოგადოებაში გაბატონდება მრუშობა, მეძავეობა, მამათმავლობა და ფარული საქმენი (ე.ი. "მაფია").

სახარებიდან:


3. ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა, მიუახლოვდნენ მას მოწაფეები განმარტოებით და უთხრეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი?

4. მიუგო იესომ მათ პასუხად: გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ.

5. ვინაიდან ბევრნი მოვლენ და იტყვიან: მე ქრისტე ვარო! და მრავალს შეაცდენენ.

6. ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს: იცოდეთ, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ეს უნდა მოხდეს. მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.

7. ვინაიდან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ. და იქნება შიმშილი. და მიწისძვრანი ადგილ–ადგილ.

8. ხოლო ყოველივე ეს მშობიარობის ტკივილთა დასაწყისია.

9. მაშინ გადაგცემენ თქვენ სატანჯველად და დაგხოცავენ. და მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო.

10. მაშინ ცდუნდებიან ბევრნი: ერთმანეთს გადასცემენ და შეიძულებენ ერთი–მეორეს.

11. მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი აღდგება და ბევრს შეაცდენს. და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული.

12. ბოლომდის დამთმენი გადარჩება.

(მათე.თ.24)

სამყაროს აღსასრულის დრო


.. ერთმა, მაღალი სულიერების ეპისკოპოსმა, მისდამი გაგზავნილი ჩემი წიგნის..საღმრთო მდინარის ნაპირთან, პასუხად გამომიგზავნა წერილი სადაც მომწერა შემდეგი. ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი სიტყვები (ვფიქრობ არა მარტო ჩემთვის): .. ღმერთის ჭეშმარით შვილთათვის დამდეგ მოვლენათა აზრი დაფარული არ არის. უფრო მეტიც: ვიზეც ღმერთის კეთილგანწყობა დაივანებს. მათ ანტიქრისტეს მოსვლისა და სამყაროს აღსასრულის დროც ზუსტად განეცხადება. – სერგი ნილუსი

დასაწყისი!

მე გადავწყვიტე მოკლედ განვიხილო დღევანდელი მოვლენები. 21–ე საუკუნეში მომხდარი მოვლენები სრულიად შეესაბამება ჩვენი წმინდა მამების წინასწარმეტველებას, რა თქმა უნდა ეს ალბათ არავის შეაშფოთებს, რადგან ყველა იტყვის, რომ ამას ჩვენ ვერ მოვესწრებით, ზოგს ისედაც არ სჯერა ამის, ზოგს წაკითხვა დაეზარება და ასე შემდეგ, მაგრამ მოდით რეალობას გავუსწოროთ თვალი, ჩვენ ამ ქვეყანაზე ტყვილა არ მოვსულვართ, ესეიგი რაღაც მისია ყველას გვაკისრია, რომელიც უნდა შევასრულოდ, მაგრამ ეს არავის ძალუძს, რადგან ჩვენ ღრმად ვართ ჩაძირულები ცოდვათა უფრსულში.
არც მე მაქ უფლება ამდენი ვილაპარაკო, მაგრამ ამას ჩემი სულის ძახილი მოითხოვს, უბრალოდ რეალობას გავუსწოროდ თვალი და არ ვთქვათ, რომ არ გვინდა ამის აღქმა, ამის დანახვა, მოსმენა, ამ მწარე გემოს გასინჯვა, ძნელია ამის გაგება მაგრამ, როდესაც დრო თავის ისარს დაჟანგავს მერე ყველა მიხვდება თუ მართლაც როგორ მძიმედ დაგვაგვინდა ამის აღქმა.
ახლა უკვე ბევრად უფრო დაგვიანებულია, ვიდრე ჩვენ გვგონია, აპოკალიფსი უკვე აღესრულება – სერაფიმე როუზი