"ლოცვა ანტიქრისტეს ბეჭდისაგან დასახსნელად"

"ლოცვა ანტიქრისტეს ბეჭდისაგან დასახსნელად"
უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, გვიხსენ ჩვენ მოახლოებულისა ღმრთივშერისხულისა და ბოროტისა ეშმაკისა ანტიქრისტეს ხიბლისაგან და ყოველთა მისთა მაცდურებათაგან, დაიფარე ჩვენი სულიერი მამა, მოძღვარი (სახელი) და ჩვენ ყოველნი სულიერნი შვილნი მისნი და ყოველნი მახლობელნი ქრისტიანენი ყოვლისაგან ვერაგისა ანტიქრისტეს და ყოველთა მისთა საცთურთაგან და ნუ მოგვცემ ჩუენ, უფალო, რაითა გვეშინოდეს ეშმაკისა ჩვენზედა მოწევნულისა ამაოისა შიშისაგან, უმეტეს შიშისა ღმრთისა, რაითა არა განგიდგეთ შენ და წმინდასა შენსა მართლმადიდებელსა ეკლესიასა. მოგუეც ჩუენ, უფალო, ძალაი წამებად და სიკუდილად სახელსა შენისათვის და წმინდისა შენისა მართლმადიდებელისა ეკლესიისათვის და არა მივიღოთ ბეჭედი იგი ანტიქრისტესი და არა თაყვანის–ვსცეთ მას, არამედ, მოგუეც ჩვენ, უფალო, დღე და ღამე ცრემლნი ცოდვათა ჩვენთათვის და შეგვიწყალენ ჩვენ დღესა მას საშინელისა სამსჯავროისა შენისასა.ამინ.

Tuesday, February 8, 2011

აპოკალიფსი – რეალობა

აპოკალიფსის IX თავის კითხვისას მიხვდებით, რომ გაოცებული წინასწარმეტყველი ხედავს თანამედროვე რაკეტებით აღჭურვილ სამხედრო გამანადგურებელს, რომელსაც მართავს სპეციალური მუზარადიანი პილოტი და ტურბინიდან გამოტყორცნილ მოყვითალო ალს, რომელიც გრძელ თმებს გვაგონებს. წმიდა იოანეს ასევე მოესმის თვითმფრინავის გუგუნი, რომელიც მართლაც მიაგავს "ეტლთა რახუნს". როდესაც უამრავი ცხენი ბრძოლაში მიემართება. გარდა ამისა, "გამოცხადებაში" აღწერილია სანთლისმაგვარი მოელვარე დიდი ვარსკვლავი. რომელსაც აბზინდა ეწოდება (გამოცხ. Vlll). ხომ არ გვაგონებს ეს ატომური ქონების მქონე მფრინავ რაკეტას? სოტყვა აბზინდა უკრაინულ ენაზე "ჩერნობილად" გამოითქმის. ან სულაც ხომ არ დაეჭვდებით ამაზე?

1 comment:

  1. ar shemidzlia avxsna es ra aris paqtia ro ragac sascaulia movlenili gvtisgan tumca arvici ra sascaulebis mjera gulcrpelad da kovelive eseti gvtisgan gamogzavnili sascauli mgonia shexseneba chventvis-adamianebistvis ro arsebobs gmerti da unda gveshinodes misi! da mokrdzalebuli vikot mis cinashe!

    ReplyDelete