"ლოცვა ანტიქრისტეს ბეჭდისაგან დასახსნელად"

"ლოცვა ანტიქრისტეს ბეჭდისაგან დასახსნელად"
უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, გვიხსენ ჩვენ მოახლოებულისა ღმრთივშერისხულისა და ბოროტისა ეშმაკისა ანტიქრისტეს ხიბლისაგან და ყოველთა მისთა მაცდურებათაგან, დაიფარე ჩვენი სულიერი მამა, მოძღვარი (სახელი) და ჩვენ ყოველნი სულიერნი შვილნი მისნი და ყოველნი მახლობელნი ქრისტიანენი ყოვლისაგან ვერაგისა ანტიქრისტეს და ყოველთა მისთა საცთურთაგან და ნუ მოგვცემ ჩუენ, უფალო, რაითა გვეშინოდეს ეშმაკისა ჩვენზედა მოწევნულისა ამაოისა შიშისაგან, უმეტეს შიშისა ღმრთისა, რაითა არა განგიდგეთ შენ და წმინდასა შენსა მართლმადიდებელსა ეკლესიასა. მოგუეც ჩუენ, უფალო, ძალაი წამებად და სიკუდილად სახელსა შენისათვის და წმინდისა შენისა მართლმადიდებელისა ეკლესიისათვის და არა მივიღოთ ბეჭედი იგი ანტიქრისტესი და არა თაყვანის–ვსცეთ მას, არამედ, მოგუეც ჩვენ, უფალო, დღე და ღამე ცრემლნი ცოდვათა ჩვენთათვის და შეგვიწყალენ ჩვენ დღესა მას საშინელისა სამსჯავროისა შენისასა.ამინ.

Tuesday, February 8, 2011

რა ან ვინ იქნება "ნოეს კიდობნის" შემცვლელი მეორედ მოსვლისას?


ჩვენი თანამედროვე ცნობილი რუსი მქადაგებელი, არქიმანდრიტი იოანე(კრესტიანკინი) 1992 წელს ამბობდა: "პირველი სამყარო წარღვნამ შთანთქა, რადგანაც იგი უწმინდურებასა და უღმერთოებაში ჩაეფლო. ხოლო მეორე სამყარო ბოროტების მოგიზგიზე ნაკვერცხლებს აგროვებს და უკვე შეკრებილი აქვს ცეცხლის ისეთი რაოდენობა, რომელიც თვითაალებისას მთელ სამყაროს შთანთქავს".
ვინ ხედავს და ვის ესმის ეს? ასეთები ცოტანი არიან და კვლავ ახდება წინასწარმეტყველება: "ყურნი გექნებათ, მაგრამ ვერ გაიგონებთ, თვალით შეხედავთ და ვერ დაინახავთ". ჩვენს თვალწინ აგიზგიზდება მსოფლიო ომის კოცონი, რომლის შემდგომაც კაცობრიობას მოევლინება "მშვიდობისმყოფელი" ანტიქრისტე, რომელიც უკვე დაბადებულია. რუსებო, ქართველნო, ბერძნებო, სერბებო, ყველა მართლმადიდებელნო – რა გელოდებათ თქვენ მომავალში?

ცრუმესია, როგორც ჩანს თავის მოღვაწეობას ნიუ–იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში დაიწყებს. თავისი "კაცთმოყვარე" მოღვაწეობით ის სწრაფად მოიპოვებს მთელი მსოფლიოს აღტაცებულ სიმპათიებს. ხოლო გახდება რა ერთიანი მეფე ერთიანი კაცობრიობის, ის გადაიქცევა მხეცად, ცოდვის კაცად, დაღუპვის ძედ (2 თეს, 2,3; 2, 7–12). მომზადება უკვე დამთავრებულია! – სქემმონაზონი ანტონი


1 comment:

  1. au amaze piqri ar minda rac iqneba iqneba kvelani gvtis shvilebi vart!

    ReplyDelete