"ლოცვა ანტიქრისტეს ბეჭდისაგან დასახსნელად"

"ლოცვა ანტიქრისტეს ბეჭდისაგან დასახსნელად"
უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, გვიხსენ ჩვენ მოახლოებულისა ღმრთივშერისხულისა და ბოროტისა ეშმაკისა ანტიქრისტეს ხიბლისაგან და ყოველთა მისთა მაცდურებათაგან, დაიფარე ჩვენი სულიერი მამა, მოძღვარი (სახელი) და ჩვენ ყოველნი სულიერნი შვილნი მისნი და ყოველნი მახლობელნი ქრისტიანენი ყოვლისაგან ვერაგისა ანტიქრისტეს და ყოველთა მისთა საცთურთაგან და ნუ მოგვცემ ჩუენ, უფალო, რაითა გვეშინოდეს ეშმაკისა ჩვენზედა მოწევნულისა ამაოისა შიშისაგან, უმეტეს შიშისა ღმრთისა, რაითა არა განგიდგეთ შენ და წმინდასა შენსა მართლმადიდებელსა ეკლესიასა. მოგუეც ჩუენ, უფალო, ძალაი წამებად და სიკუდილად სახელსა შენისათვის და წმინდისა შენისა მართლმადიდებელისა ეკლესიისათვის და არა მივიღოთ ბეჭედი იგი ანტიქრისტესი და არა თაყვანის–ვსცეთ მას, არამედ, მოგუეც ჩვენ, უფალო, დღე და ღამე ცრემლნი ცოდვათა ჩვენთათვის და შეგვიწყალენ ჩვენ დღესა მას საშინელისა სამსჯავროისა შენისასა.ამინ.

Wednesday, February 9, 2011

ვინ არის ანტიქრისტე? (ნაწილი 2)


ღირსი სერაფიმ საროველი: ანტიქრისტეს დაბადებამდე რუსეთში მოხდება ხანგრძლივი ომი და სისხლისმღვრელი რევოლუცია.... (1905 წლის რუსეთის რევოლუციის დროს 13,000 ადამიანი გარდაიცვალა. 1917 წლის რუსეთის რევოლუცია, თებერვლის რევოლუცია, ოქტომბრის რევოლუცია) ... დაიღუპება უამრავი სამშობლოს ერთგული ადამიანი, გაიძარცვება მონასტრები და საეკლესიო ქონება, შებილწავენ უფლის ეკლესიებს."


ერთი ამერიკელი ნათელმხილველი ჯილ დიკსონი ამბობს რომ, ანტიქრისტე დაიბადა 1962 წლის 5 თებერვალს და დაიწყებს სატანისტურ "ქადაგებას" 1992 წლიდან. (1962 და 1992 წლები, მათი პირველი ორი რიცხვია 19, ხოლო ბოლო ორი 62 და 92, რომლებიც ამობრუნებულია – ესეც საინტერესო ფაქტია, რიცხვების უცნაურობების და დამთხვევის შესახებ შემდეგ სტატიაში.)


არქიმანდრიტი ნექტარიუსი (მულაციოტისი): ბევრი ამტკიცებს, რომ ანტიქრისტე დაიბადება 1964 წ. ( ან 1962 წ. 2–5 თებერვალს), როცა ადგილი ექნება "პლანეტების აღლუმს", რადგან "პლანეტების აღლუმი" შედგა ქრისტეს შობამდე 2 წლით ადრე. შეიძლება ეს მართლაც ასეა, შეიძლება არა, მაგრამ მოვლენები, რომლებიც ჩვენს დღეებში ხდება, სერიოზულ ეჭვს ბადებს".

1962წ. ადრე გაზაფხულზე მთელი მსოფლიოს ებრაელებმა დიდი ზეიმით აღნიშნეს მომავალი მესიის დაბადება. ისინი თვლიან, რომ მესია დაიბადა სადღაც სირიაში ან ერაყში. თუმცა ეს მოვლენა გასაიდუმლოებულია.


წმ. ეფრემ ასური: ანტიქრისტე მიღებული იქნება ნაუცბათევად, დაუფიქრებლად. იგი უბრძანებს მთას, ზღვის ერთი მხრიდან მეორეზე გადავიდეს, და მაყურებელს მოეჩვენება, რომ მთა მოდის, სინამდვილეში კი ძირი ოდნავადაც არ შეერყევა".


წმ. იპოლიტი. რომის პაპი (30.1.268): მძიმე დღეები დაუდგებათ მათ, ვინც ქალაქებსა და დასახლებებში იქნებიან. ისინი განუწყვეტლივ გადაადგილდებიან აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და უკან, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. გამუდმებით გლოვასა და მწუხარებაში იქნებიან. როგორც კი, გათენდება, ღამის დადგომას ინატრებენ, რომ დაისვენონ საზრუნავისგან. ღამით კი, განუწყვეტელი მიწისძვრებითა და გრიგალებით გატანჯულნი, ინატრებენ დღის სინათლის დანახვასა და სიკვდილის მოსვლას, თუნდაც მტანჯველი სიკვდილისა. ტაძრებსაც დიდი გლოვისა და მწუხარების დღეები დაუდგებათ. წირვა, კმევა და შესაწირავი, რომელიც იმ დროს აღივლინება, სათნო აღარ იქნება ღვთისთვის. იმ დღეებში აღარ აღევლინება ქრისტეს პასტიოსანი სისხლი და ხორცი, საყოველთაო მრვდელთმსახურება შეწყდება, მიჩუმდება ფსალმუნთ გალობა, წმინდა წერილს აღარ წაიკითხავენ და ჩამოწვება წყვდიადი კაცთათვის. ოქროს და ვერცხლს გზებზე გადაყრიან და აღარავინ იქნება მათი შემგროვებელი. ყველაფერი საძაგელი გახდება. ყველა ეცდება, რომ გაიქცეს და სადმე დაიმალოს, მაგრამ ვერსად შეძლებენ დაემალონ მტრის მძვინვარებას, რამეთუ მიიღეს რა მისი ნიშანი, ადვილად მოსაძებნი და ამოსაცნობი შეიქმნენ. გარეთ შიში და შიგნით ცახცახი იქნება დღითა და ღამით. ქუჩებშიც და სახლებშიც იქნება გვამები, შიმშილი და წყურვილი იქნება დასადგურებული შინ და გარეთ...წარიხოცება სილამაზე ყველა სახიდან. ადამიანებს ძველი მშვენება იმდენადვე შერჩებათ. როგორც მიცვალებულებს. წარიხოცება ქალის მშვენიერება და ჩაკვდება ყოველგვარი ჟინი ადამიანებში.


ანტიქრისტეს გამეფება დაშვებული იქნება ღვთისაგან

სახარებისეულ იგავში ხორბლისა და ღვარძლის შესახებ (მათე 13.24) ნაჩვენებია, რომ ბოროტების არსებობა დედამიწაზე რაღაც დროით დაშვებულია ღვთისგან, თუმცა მას არა აქვს მინიჭებული მოქმედების სრული თავისუფლება.

წმ. იოანე დამასკელი გვასწავლის: "ეშმაკსა და მის დემონებს არა აქვთ არც ხელმწიფება და არც ძალა ვინმეს წინააღმდეგ, ვინმეს საცთუნებლად, თუკი ღმერთისგან არ მიეცემათ ამის ნება საღმრთო აღმშენებლობის (განგებულების) მიზნით... (მათ) ნებადართული აქვთ, გამოსცადონ ადამიანი, მაგრან ვისიმე იძულება არ შეუძლიათ. მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, მოვიგერიებთ თუ არა მათ თავდასხმას (ადამიანს მიცემული აქვს თავისუფალი ნება, ეშმაკის ადამიანზე გაბატონება მხოლოდ მას შემდეგ ხდება, როცა ეს უკანასკნელი დაივიწყებს ღვთისადმი ერთგულებას და თავად მიიღებს თავის არსებაში ცოდვას.).

წმ. ეფრემ ასური: ღმრთისა მიშვებით მიიღებს იგი ხელმწიფებასა ქვეყნის ცდუნებისასა, რამეთუ აღივსო ქვეყანა უწმინდურებითა და ყოვლითა საშინელებითა, ხოლო ესოდენის უწმინდურებისათვის კაცთასა დაუშვა ყოვლადწმინდა მეუფემ, რათა განსცადოს სოფელი სულმა მაცდურმა და რამეთუ ნებსით განუდგნენ კაცნი ღმერთსა და შეიყვარეს ბოროტი.

ეპ. თეოფანე დაყუდებული: ანტიქრისტე გამოცხადდება, როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, არა ღვთის ნების წინააღმდეგ. ღვთის განგებულებაში შედის ისიც, მისი მოსვლის მომზადებაც და ამ მოსვლის შედეგებიც. არა იმიტომ: რომ ღმერთი უსურვებს ასეთ ბოროტებას ადამიანებს, არამედ იმის გამო, რომ ადამიანები თავად მიიყვანენ თავის თავს აქამდე. ეს მომენტი (ანტიქრისტეს მოსვლა) უფალმა გადასწია ბოლო შესაძლებლობამდე იმის მოლოდინში, მოვა თუ არა კიდევ ვინმე, ვისაც ენდომება მისდამი შევრდომა. როდესაც უკვე აღარავინ დარჩება ასეთი, უფალი აღიღებს ხელს, ბოროტება აზვირთდება დ ანტიქრისტე გამოცხადდება. (ამიტომ შევეცადოთ, რომ ყურადღება არ მოვაკლოთ უფალს, ვილოცოთ და ვთხოვოთ, რომ აგვაცილოს ეს.).

4 comments:

  1. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  2. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  3. იესო დაბრუნდება დედამიწაზე წარღვნამდე 40 წლით ადრე.

    ReplyDelete
  4. და დაადასტურებს იმ შუამავალს რომელიც მის უწინარეს იყო

    ReplyDelete