"ლოცვა ანტიქრისტეს ბეჭდისაგან დასახსნელად"

"ლოცვა ანტიქრისტეს ბეჭდისაგან დასახსნელად"
უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, გვიხსენ ჩვენ მოახლოებულისა ღმრთივშერისხულისა და ბოროტისა ეშმაკისა ანტიქრისტეს ხიბლისაგან და ყოველთა მისთა მაცდურებათაგან, დაიფარე ჩვენი სულიერი მამა, მოძღვარი (სახელი) და ჩვენ ყოველნი სულიერნი შვილნი მისნი და ყოველნი მახლობელნი ქრისტიანენი ყოვლისაგან ვერაგისა ანტიქრისტეს და ყოველთა მისთა საცთურთაგან და ნუ მოგვცემ ჩუენ, უფალო, რაითა გვეშინოდეს ეშმაკისა ჩვენზედა მოწევნულისა ამაოისა შიშისაგან, უმეტეს შიშისა ღმრთისა, რაითა არა განგიდგეთ შენ და წმინდასა შენსა მართლმადიდებელსა ეკლესიასა. მოგუეც ჩუენ, უფალო, ძალაი წამებად და სიკუდილად სახელსა შენისათვის და წმინდისა შენისა მართლმადიდებელისა ეკლესიისათვის და არა მივიღოთ ბეჭედი იგი ანტიქრისტესი და არა თაყვანის–ვსცეთ მას, არამედ, მოგუეც ჩვენ, უფალო, დღე და ღამე ცრემლნი ცოდვათა ჩვენთათვის და შეგვიწყალენ ჩვენ დღესა მას საშინელისა სამსჯავროისა შენისასა.ამინ.

Thursday, February 10, 2011

ღირსი ეფრემ ასური (წინასწარმეტყველება, რომელიც აბსოლიტურად ყველამ უნდა წაიკითხოს!)


"გულისტკივილით დავიწყებ სიტყვას იმ ურცხვიბეს და უსაზარლეს გველზე, რომელიც მთელ ცისქვეშეთს აღაშფოთებს და ადამიანის სულში ბინას დაუდებს შიშს, სულმოკლეობასა და საზარელ ურწმუნოებას, მოახდენს ცრუ "სასწაულებს", "ნიშთა და სხვა რამ საშიშართ, "ვიდრე ცთუნებამდე, უკუეთმცა ვითარ შეუძლოს, რჩეულთა მათცა" (მათე 24,24). ღმერთის დაშვებით მიიღებს ძალაუფლებას , აცთუნოს ქვეყანა, რამეთუ უღირსებით აღივსო იგი. ყველგან სხვადასხვაგვარი საშინელებანი მოხდება. სწორედ ადამიანთა უღირსების გამო დაუშვებს ყოვლადწმიდა მეუფე, რათა ეს ქვეყანა სულითა სიცრუისათა გამოიცადოს, რამეთუ ასე მოისურვეს ადამიანებმა განშორდნენ ღმერთს და შეიყვარონ ბოროტი......იგი იფრენს ჰაერში და ეშმაკნი მსგავსად ანგელოზთა ამაღლდებიან მტარვალის წინაშე. იგი სიმტკიცით ღაღად–ჰყოფს, შეიცვლის რა იერს და უსაზღვროდ შეაშინებს ადამიანებს. მაშინ, ძმანო, შეურყეველი აღმოჩნდება ის, ვისაც სულში ექნება უტყუარი ნიში – წმიდა მოსვლა მხოლოდშობილისა ძისა ღვთისა ჩვენისა. უმალ, რა წამს იხილავს გამოუთქმელ მწუხარებას, ყოველი მხრიდან ყოველ სულზე მომავალს, რამეთუ არსაიდან არა აქვს (სულს) ნუგეში და განსვენება, არცა მიწიდან, არცა ზღვიდან; რა წამს იხილავს, რომ მთელი ქვეყანა არეულია და თითოეული გარბის, რათა მთებს შეაფაროს თავი, ერთნი იხოცებიან შიმშილისაგან, სხვანი ცვილივუთ ჩამომდნარან წყურვილით და არავინაა შემწყნარებელი; რა წამს დაინახავს სული, რომ ყველას თვალიდან ცრემლი სდის და მთელი არსებით კითხულობს: "არის ნეტავ დედამიწაზე სადმე სიტყვა ღვთისა?" და ესმის პასუხად "არსად!" ვინ გადაიტანს ამ დღეებს, ვინ მოითმენტს აუტანელ მწუხარება, რაჟამს იხილავს ხლხთა არევ–დარევას, რომელნიც დედამიწის ყოველი კუთხიდან დაიძვრებიან მტარვალის სანახავად და მრავალნი თაყვანს სცემენ მთრთოლვარედ მხმობელნი "შენ ხარ მხსნელი ჩვენი" – ზღვა ბორგავს, ხმელეთი დასკდა, ცა ცვარს არ გამოსცემს, მცენარეულობა გახმა, აუწერელი შიშისგან აღმოსავლეთის ხალხები დასავლეთისკენ მირბიან, დასავლეთისანი – აღმოსავლეთისკენ. უსირცხვილო კი მიიღებს რა ძალაუფლებას, ყოველ კუთხეში წარგზავნის ეშმაკებს, რათა თამამად იქადაგობ: "უდიდესი მეფე გამოჩნდა დიდებით: მოვედით და იხილეთ ისი!"...........რამეთუ ბევრი ღვთის მაამებელი ადამიანი მოიძებნება, რომელნიც მთებსა და უდაბნო ადგილებში შეძლებენ გადარჩენას, მრავალი ლოცვითა და გულითადი ტირილით; რამეთუ ღმერთი წმიდა, იხილავს რა მათ გამოუთქმელ გლოვასა და გულწრფელ სარწმუნოებას, შეიწყალებს მათ, ვითარცა ტკბილი მამა, და დაიფარავს მათ იქ, სადაც თავი შეაფარეს. ამავე დროს ყოვლად საზიზღარი გველი არ მოისვენებს მოძებნოს წმინდანები, როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზედ, იფიქრებს რა, რომ უკვე გამეფდა დედამიწაზე და ყველა დაემორჩილა მას, ვერშემცნობელი საკუთარი უძლურებისა და სიამაყისა, რის გამოც დაეცა, განიზრახავს, უბედური, უფალს იმ საშინელ წუთს შეეწინააღმდეგოს, როცა ზეციდან დიდებით მოვალს. ....იმჟამად, როდესაც გველი გამოჩნდება, დედამიწაზე არ იქნება მოსვენება; დაისადგურებს უდიდესი მწუხარება, შფოთი, არეულობა, სიკვდილი და შიმშილი ყოველ კუთხეში, რამეთუ თვით უფალმა ჩვენმა გამოთქვა თავისი ღვთიური ბაგეებით: "იყვნენ დღენი იგი ჭირისანი, რომელი არსადა იქმნა ესევითარი დასაბამითგან" (მარკ. 13,19). სიმამაცის სული იქნება საჭირო, რათა შეძლონ საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა ამ ცდუნებათა შორის, რამეთუ თუ ადამიანი ოდნავ მაინც გამოიჩენს უზრუნველობას, ადვლიად დაიპყრობს მაცდური გველი, ცბიერი და მზაკვარი დაატყვევებს ცრუ სასწაულებით. მრავალი ლოცვა და ცრემლი გვჭირდება, რომ რომელიმე მაინც ჩვენს შორის მტკიცე აღმოცნდეს ცდუნებებში, რამეთუ გამრავლდება მხეცისგან მოგვრილი ოცნებები...რომ ყველა იძულებელი გახდება, მხეცის ნიშანი ატაროს (აპოკალიფსის მიხედვით, შუბლსა ან მარჯვენა ხელზე). ამ ნიშნის მტარებელს შეეძლება სზრდოსა თუ სხვა რამ საჭიროს შეძენა და მხეცი ზედამხედველებს დააყენებს მისი განკარგულებების შესასრულებლად. დააკვირდით მხეცის სივერაგეს და მზაკვრულ ეშმაკობას, თუ როგორ იწყებს კუჭით, რათა ადამიანი ჩავარდება რა მძიმე მდგომარეობაში საკვების უქონლობის გამო, იძულებული გახდეს, მიიღოს ბეჭედი (მხეცისა) ანუ ავად სახსენებლი ნიშანი არა ნებისმიერ ასოზე სხეულისა, არამედ სწორედ მარჯვენა ხელსა და აგრეთვე შუბლზე, რათა ამ ადამიანს უკვე აღარ ჰქონდეს საშუალება, გამოისახოს ჯვარი, შუბლზე კი აღიბეჭდოს უფლის წმინა სახელი ანუ დიდებული და პატიოსანი ჯვარი ქრისტე მაცხოვრისა ჩვენია, რამეთუ უწყის უბედურმა, რომ უფლის ჯვრის გამოსახვა არღვევს მთელ მის ძალას. ამიტომაც ადებს მარჯვენა ხელზე თავის ბეჭედს, რამეთუ სწორედ ეს ხელი გამოსახავს სხეულის ყველა ასოზედ ჯვრის ნიშანს. მსგავსადვე ამისა, შუბლიც, როგორც ლამპარი, მაღლად ატარებს სინათლის მანათობელს (მომასწავებელს) მხსნელისა ჩვენისა. მხეცი ამ საშინელებას იმისთვის მიმართავს, რათა უფლისა და მაცხოვრის სახელი სულაც არ იხსენიებოდეს, თრთის და ესინია რა ჩვენი მაცხოვრის წმიდა ძალისა; რამეთუ ვინც არ იქნება მხეცის ნიშნით აღბეჭდილი, მას ვერც დაატყვევებს მისი წარმოსახვითი ცრუსასწაულები. ამასთან, უფალიც არ ტოვებს ასეთებს, არამედ განანათლებს და მიიზიდავს თავისკენ. რადგანაც მაცხოვარი, რომელმაც კაცთა მოდგმის ხსნა განიზრახა წალწულისგან იშვა და ადამიანის ხატებით მოვლენილმა დათრგუნა მტერი თავისი წმიდა ღვთიური ძალით. ამიტომ ბოროტიც გადაწყვეტს, მსგავსი სახით მოგვევლინოს და გვაცდუნოს. უფალი დედამიწაზე ელვის მსგავსად მოვა ნათლითმოსილ ღრუბლებზედ, მაგრამ არა ამგვარადვე მოვა მტერი, რამეთუ ის განდგომილია. მართალია, ქალწულისაგან, თუმცა შეგინებულისაგან იშობა მისი იარაღი ე.ი ანტიქრისტე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მტერი განკაცდა. ყოვლად საძაგელი მოვა ამგვარი სახით, როგორც ავაზაკი, რათა ყველა აცთუნოს. მოვა მორჩილი, მშვიდი, სიცრუის მოძულე, – როგორც თავად ილაპარაკებს საკუთარ თავზე, – კერპების უარმყოფელი, ამომრჩეველი ღვთისმოსაობისა, კეთილი, გლახაკთმოყვარე, უაღრესად მშვენიერი თავისი გარეგნობით, უცვლელი ურთიერთობაში, ყველას მიმართ ალერსიანი. იგი არ მიიღებს ქრთამს, არასოდეს ილაპარაკებს მრისხანედ, არავის ეჩვენება პირქუში სახით, არამედ კეთილსახიერი იერით დაუწყებს ცდუნებას ქვეყანას, ვიდრე არ გამეფდება. ამიტომაც, როცა სხვადასხვა ხალხები და მაღალი მდგომარეობის პირნი იხილავენ მის ასეთ სათნოებას და ძალას, უცებ ყველა განიზრახავს, აღიარონ მეფედ და ეტყვიან ერთმანეთს: – მოიძებნება კიდევ სადმე ასეთი კეთილი და სამართლიანი ადამიანი? მალე განმტკიცდება მისი სამეფო და განრისხებული მოსპობს სამ მეფეს. შემდეგ გაამპარტავნდება გულით და ეს გველი გადმოანთხევს ღვარძლს, არევს ქვეყანას, შეაზანზარებს ოთხივ კუთხეს, ყველას შეავიწროვებს და დაიწყებს სულების შემწიკლებას.... ის გამოსცემს მგრგვინავ ხმას, რითაც შეაზანზარებს ადგილს, სადაც ბრბო იდგება და იტყვის: "ყოველნო ერნო, შეიცანით ძალი შემი და ხელმწიფება!" მნახველთა თვალწინ გადადგამს მთებს, ზღვიდან მოუხმობს კუნძულებს, მაგრამ ყოველივე ამას ჩაიდენს მოტყუებით და წარმოსახვით და არა სინამდვილეში – თუმცა აცდუნებს ქვეყანას, მოატყუებს მრავალს, დაიჯერებენ და ადიდებენ, როგორც ძლიერ ღმერთს....მაშინ ყრმებს სული ამოხდებათ დედის მკერდზე; დედებს – შვილთა ზედა; მოკვდება მამაც ცოლსა და შვილებთან ერთად და არავინ მოიძებნება, ვინც მათ გვამებს მიაბარებს მიწას. ქუჩაში დაყრილი გვამებისაგაბ აუტანელი სუნი დადგება ყველგან და ცოცხლებზე საზარლად იმოქმედებს. გულის ტკივილით და კვნესით იტყვის თითოეული გამთენიისას: "–როდის მოსაღამოვდება, რომ განვისვენო?" მაგრამ როცა დადგება საღამო, მწარედ თვალაცრემლებულნი ეტყვიან თავის თავს: "როდის ირიჟრაჟებს, რომ გავექცეთ მოწეულ მწუხარებას?" მაგრამ არსად იქნება გასაქცევი და თავშესაფარი, რადგან ყველაფერი არეული იქნება – ზღვაცა და ხმელეთიც. სეტყვა, მიწისძვრები, ღელვა ზღვაზედ, შიშები ხმელეთზე, მრავალრიცხოვანი ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი სამოსელი ასეთ მწუხარებაში ვერავის მოუტანს შვებას, არამედ ნეტარად ჩათვლიან ყველას, ვინც ასეთი დიდი წუხილის დადგომამდე მოკვდა და სამარე აღირსა; ოქრო–ვერცხლი უპატრონოდ იქნება გაბნეული ქუჩებში და არც კი შეეხებიან, რამეთუ ყოველივე ამაზრზენი შეიმნება. .....ყველა ვინც ირწმუნა მძვინვარე მხეცისა და მიიღო მისი ბეჭედი, ერთბაშად გარემოადგებიან მას (მხეცს) და გულისტკივილით ეტყვიან: "მოგვეც ჩვენ სასმელ–საჭმელი, რამეთუ შიმშილისგან ჩამოვხმით და გარეკე ჩვენგან გესლიანი მხეცები". და ეს უბედური, არა აქვს რა საამისო საშუალება, უდიდესი სისასტიკით უპასუხებს მათ: "კაცნო, საიდან მოგიტანოთ საჭმელ–სასმელი? ცა წვიმას არ გვიგზავნის და მიწა ნაყოფს". ერები მოისმენენ რა ასეთ პასუხს, დაიგმინებენ და ატირდებიან, რომ ასე ჩქარად ერწმუნენ მტარვალს...ყველა ვინც მიიღებს ანტიქრისტეც ბეჭედს და თაყვანს სცემს მას, ვითარცა სახიერ ღმერთსა, მოკლებული იქნება სასუფევლიდან და გველთან ერთად შთაგდებულ იქნება გგენიაში. მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, უფალი თავისი მოწყალებით წარმოგზავნის ილია თეზბიტელს და ენუქს, რათა მათ კაცთა მოდგმას აუწყონ ღვთისმოსაობა. ისინი კადნიერებით, ყველას უქადაგებენ ყველას ღვთისმეცნიერებას. ასწავლიან, რომ შიშის გამო არ ერწმუნონ მტანჯველს და ამგვარად ეტყვიან: "ჰოი კაცნო, ეს თვალთმაქცობაა! არავინ იოტისოდენადაც კი არ ერწმუნოთ, ნურვინ დაემორჩილებით ღვთისმბრძოლს, ნურავის მოგგვრით შიშს, რამეთუ ღვტისმბრძოლი მალე უმოქმედოდ აღმოჩნდება! აჰა. ზეციდან მომავალ არს უფალი წმინდა განსხად, ვინაც ერწმუნა მხეცის ცრუ სასწაულებს" – თუმცა, ძალზედ მცირენი მოისურვებენ მოუსმინონ მათ და დაუხერონ. მრავალი წმინდანთაგანი, შეგინებულის მოსვლისას, ნაკადულივით დაღვრიან ცრემლებს წმიდა ღვთის მიმართ, რათა გადაურჩნენ გველს. უდიდესი აჩქარებით გაიქცევიან უდაბნოებში და დაიმალვიან მთებსა და გამოქვაბულებში; თავზე მტვერსა და ნაცარს დაიყრიან და უკიდურესი მორჩილებით დღე და ღამე ვედრებაში იქნებიან და წმიდა ღვთისაგან მიეცემათ მათ შემდეგი: მადლი ღვთისა გაიყვანს მათ განგებით წინასწარ განსაზღვრულ საამისო ადგილებში და იქ გადარჩებიან შეფარებულები მღვიმესა და გამოქვაბულებში. ისინი არ ნახავენ შიშიანობასა და ცრუ სასწაულებს ანტიქრისტესგან, რამეთუ მეცნიერთ (მცოდნეთ) განგებისა არ გაუჭირდებათ მიხვდნენ ანტიქრისტეს მოსვლას. მისთვის კი, ვისაც გონება ცხოვრებისეული საქმეებისკენ ექნება მიპყრობილი და ეყვარება მიწიერი, ეს არ იქნება ცხადი, ტუმცა, ყურს მოჰკრავს, მაგრამ არ დაიჯერებს და მეტიც, სასაცილოდ არ ეყოფა, როცა ამას ეტყვიან. წმინდანები კი განმტკიცდებიან, რამეთუ "ყოველივე მსოფლიო დაუტევეს ზრუნვა"....დასასრულ, თქმულისაებრ მოვა უფალი, ვითარცა ელვა, ბრწყინავი ცით გამო. მოვალს წმიდა, ყოვლადუბიწო, საშინელი, დიდებული ღმერთი ჩვენი, შეუდარებელი დიდებით, რომელსაც წინამავლობენ მთავარანგელოზნი; ყოველნი ვითარცა ალი ცეცხლისა ფრთებით, სახის დამფარავნი, მღაღადებელნი მთრთოლვარედ: "აღსდექით, განსვენებულნო, აჰა ესერა მოვალს სიძე!" განიხვნებიან საფლავნი და ერთ წამისყოფაში განიღვიძებენ ყოველნი მიწიერნი მოდგმანი და აღიხილავენ და იხილავენ სიძის წმიდა მშვენიერებას და მრავალჯერ მრავალნი და ურიცხვჯერ ურიცხვნი მთავარანგელოზნი და ანგელოზნი, უსაზრვრო მხედრობა განიხარებს სიხარულითა დიდითა. წმინდანნი და მართალნნი და ყველა, ვინც არ მიიღო ბეჭედი გველისა და უღმრთოისა, განიხარებენ. ასევე ანტიქრისტეს ბეჭდის მიმღებელნი , ყველა უღირსინ და ცოდვილი შეიკვრება ანგელოსთა მიერ და მიყვანილ იქნება საშინელ სამსჯავროზე და მეუფე გამოუტანს განაჩენს: მარადიული განკიტხვა დაუშრეტელ ცეცხლში. ყველა, ვინც კი არ მიიღო მხეცის ბეჭედი და ყველა, ვინც გამოქვაბულებში იმალებოდა, სიხარულს მიეცემა სიძესთან ერთად მარადიულ და ზეციურ ნადიმზე ყველა წმინდანთან ერთად უკუნითი უკუნისამდე, ამინ"!

No comments:

Post a Comment