"ლოცვა ანტიქრისტეს ბეჭდისაგან დასახსნელად"

"ლოცვა ანტიქრისტეს ბეჭდისაგან დასახსნელად"
უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, გვიხსენ ჩვენ მოახლოებულისა ღმრთივშერისხულისა და ბოროტისა ეშმაკისა ანტიქრისტეს ხიბლისაგან და ყოველთა მისთა მაცდურებათაგან, დაიფარე ჩვენი სულიერი მამა, მოძღვარი (სახელი) და ჩვენ ყოველნი სულიერნი შვილნი მისნი და ყოველნი მახლობელნი ქრისტიანენი ყოვლისაგან ვერაგისა ანტიქრისტეს და ყოველთა მისთა საცთურთაგან და ნუ მოგვცემ ჩუენ, უფალო, რაითა გვეშინოდეს ეშმაკისა ჩვენზედა მოწევნულისა ამაოისა შიშისაგან, უმეტეს შიშისა ღმრთისა, რაითა არა განგიდგეთ შენ და წმინდასა შენსა მართლმადიდებელსა ეკლესიასა. მოგუეც ჩუენ, უფალო, ძალაი წამებად და სიკუდილად სახელსა შენისათვის და წმინდისა შენისა მართლმადიდებელისა ეკლესიისათვის და არა მივიღოთ ბეჭედი იგი ანტიქრისტესი და არა თაყვანის–ვსცეთ მას, არამედ, მოგუეც ჩვენ, უფალო, დღე და ღამე ცრემლნი ცოდვათა ჩვენთათვის და შეგვიწყალენ ჩვენ დღესა მას საშინელისა სამსჯავროისა შენისასა.ამინ.

Monday, February 7, 2011

სასწრაფოოოოოოოდ წასაკითხი!!!!!


XX ცნობილი წმინდანი ლავრენტი ჩერნიგოველი 1950 წელს, სიკვდილის წინ ამბობდა: "დადგება დრო, როცა იომებენ და შემდეგ მოხდება მსოფლიო ომი. ვინც გადარჩება, იტყვის: მოდი, ერთი ავირჩიოთ, და აირჩევენ. ფრთხილნი უნდა ვიყოთ, როცა ერთს აირჩევენ. მას აირჩევენ, როგორც მეფეს. სუსტებს უფალი წაიყვანს, დანარჩენნი კი სნეულებებით განიწმინდებიან. ისეთებიც იქნებიან, რომლებიც ომში სისხლით ცოდვებს ჩამოირეცხავენ და წმინდანებად გამოცხადდებიან. ყველაზე ძლიერებს კი უფალი თავისთან შესახვედრად წაიყვანს. უნდა ვიყოთ ფხიზლები, და ფრთხილები, რადგანაც ანტიქრისტე ახლოსაა". წმ. ლავრენტი კიდევ აბობდა: "ახლა, ხმას რომ ვაძლევთ მარცხენა ხელით, ეგ არაფერია, რადგანაც არ ვირჩევთ მსოფლიოში ერთს. აი, როდესაც კენჭს ვუყრით ერთს მთელს მსოფლიოში, ეს უკვე ანტიქრისტეა და არ შეიძლება ხმის მიცემა. და კიდევ ამბობდა. რომ ისეთი ომი იქნება, რომ არავინ არსად არ გადარჩება, მხოლოდ ხეობებში. ომი იქნება და დარჩება ორი ან სამი სახელმწიფო და იტყვიან: " ავირჩიოთ ერთი მეფე მთელი სამყაროსთვის". ბოლო ჟამს ჭეშმარიტ ქრისტიანებს გაასახლებენ და მოხუცნი და უძლურნი მათ გამოედევნებიან.

1 comment:

  1. ბოლო ჟამს ჭეშმარიტ ქრისტიანებს გაასახლებენ და მოხუცნი და უძლურნი მათ გამოედევნებიან..... :(

    ReplyDelete