"ლოცვა ანტიქრისტეს ბეჭდისაგან დასახსნელად"

"ლოცვა ანტიქრისტეს ბეჭდისაგან დასახსნელად"
უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, გვიხსენ ჩვენ მოახლოებულისა ღმრთივშერისხულისა და ბოროტისა ეშმაკისა ანტიქრისტეს ხიბლისაგან და ყოველთა მისთა მაცდურებათაგან, დაიფარე ჩვენი სულიერი მამა, მოძღვარი (სახელი) და ჩვენ ყოველნი სულიერნი შვილნი მისნი და ყოველნი მახლობელნი ქრისტიანენი ყოვლისაგან ვერაგისა ანტიქრისტეს და ყოველთა მისთა საცთურთაგან და ნუ მოგვცემ ჩუენ, უფალო, რაითა გვეშინოდეს ეშმაკისა ჩვენზედა მოწევნულისა ამაოისა შიშისაგან, უმეტეს შიშისა ღმრთისა, რაითა არა განგიდგეთ შენ და წმინდასა შენსა მართლმადიდებელსა ეკლესიასა. მოგუეც ჩუენ, უფალო, ძალაი წამებად და სიკუდილად სახელსა შენისათვის და წმინდისა შენისა მართლმადიდებელისა ეკლესიისათვის და არა მივიღოთ ბეჭედი იგი ანტიქრისტესი და არა თაყვანის–ვსცეთ მას, არამედ, მოგუეც ჩვენ, უფალო, დღე და ღამე ცრემლნი ცოდვათა ჩვენთათვის და შეგვიწყალენ ჩვენ დღესა მას საშინელისა სამსჯავროისა შენისასა.ამინ.

Wednesday, February 9, 2011

მაცხოვარი



  • მე ვარ სიცოცხლე, თქვენ კი არ მეძებთ

  • მე ვარ გზა, თქვენ კი არ მომყვებით

  • მე ვარ ნათელი, თქვენ კი ვერ მხედავთ

  • მე ვარ მოძღვარი, თქვენ კი არ მისმენთ

  • მე ვარ ერთგული მეგობარი, თქვენ კი არ გიყვარვართ

  • მე ვარ უფალი, თქვენ კი არ მემორჩილებით

  • მე ვარ ღმერთი თქვენი, თქვენ კი არ ლოცულობთ ჩემდამი

  • და თუ თქუენ არა ხართ ბედნიერნი, ნუ დამადანაშაულებთ მე!

2 comments:

  1. უფალო,კაცი ვარ მე ცოდვილი და ვერ გულისხმა-ვჰყოფ, რაი ჯერ-არს ქმნად ჩემდა, გარნა შენ,მოწყალეო,გულიხმიერ მყავ მე, რაითა ჯერისაებრ ვიქმოდი ყოველსა.ამინ.

    ReplyDelete
  2. ''უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის''

    ReplyDelete