"ლოცვა ანტიქრისტეს ბეჭდისაგან დასახსნელად"

"ლოცვა ანტიქრისტეს ბეჭდისაგან დასახსნელად"
უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, გვიხსენ ჩვენ მოახლოებულისა ღმრთივშერისხულისა და ბოროტისა ეშმაკისა ანტიქრისტეს ხიბლისაგან და ყოველთა მისთა მაცდურებათაგან, დაიფარე ჩვენი სულიერი მამა, მოძღვარი (სახელი) და ჩვენ ყოველნი სულიერნი შვილნი მისნი და ყოველნი მახლობელნი ქრისტიანენი ყოვლისაგან ვერაგისა ანტიქრისტეს და ყოველთა მისთა საცთურთაგან და ნუ მოგვცემ ჩუენ, უფალო, რაითა გვეშინოდეს ეშმაკისა ჩვენზედა მოწევნულისა ამაოისა შიშისაგან, უმეტეს შიშისა ღმრთისა, რაითა არა განგიდგეთ შენ და წმინდასა შენსა მართლმადიდებელსა ეკლესიასა. მოგუეც ჩუენ, უფალო, ძალაი წამებად და სიკუდილად სახელსა შენისათვის და წმინდისა შენისა მართლმადიდებელისა ეკლესიისათვის და არა მივიღოთ ბეჭედი იგი ანტიქრისტესი და არა თაყვანის–ვსცეთ მას, არამედ, მოგუეც ჩვენ, უფალო, დღე და ღამე ცრემლნი ცოდვათა ჩვენთათვის და შეგვიწყალენ ჩვენ დღესა მას საშინელისა სამსჯავროისა შენისასა.ამინ.

Monday, February 7, 2011

დასაწყისი!

მე გადავწყვიტე მოკლედ განვიხილო დღევანდელი მოვლენები. 21–ე საუკუნეში მომხდარი მოვლენები სრულიად შეესაბამება ჩვენი წმინდა მამების წინასწარმეტველებას, რა თქმა უნდა ეს ალბათ არავის შეაშფოთებს, რადგან ყველა იტყვის, რომ ამას ჩვენ ვერ მოვესწრებით, ზოგს ისედაც არ სჯერა ამის, ზოგს წაკითხვა დაეზარება და ასე შემდეგ, მაგრამ მოდით რეალობას გავუსწოროთ თვალი, ჩვენ ამ ქვეყანაზე ტყვილა არ მოვსულვართ, ესეიგი რაღაც მისია ყველას გვაკისრია, რომელიც უნდა შევასრულოდ, მაგრამ ეს არავის ძალუძს, რადგან ჩვენ ღრმად ვართ ჩაძირულები ცოდვათა უფრსულში.
არც მე მაქ უფლება ამდენი ვილაპარაკო, მაგრამ ამას ჩემი სულის ძახილი მოითხოვს, უბრალოდ რეალობას გავუსწოროდ თვალი და არ ვთქვათ, რომ არ გვინდა ამის აღქმა, ამის დანახვა, მოსმენა, ამ მწარე გემოს გასინჯვა, ძნელია ამის გაგება მაგრამ, როდესაც დრო თავის ისარს დაჟანგავს მერე ყველა მიხვდება თუ მართლაც როგორ მძიმედ დაგვაგვინდა ამის აღქმა.
ახლა უკვე ბევრად უფრო დაგვიანებულია, ვიდრე ჩვენ გვგონია, აპოკალიფსი უკვე აღესრულება – სერაფიმე როუზი

No comments:

Post a Comment