
3. ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა, მიუახლოვდნენ მას მოწაფეები განმარტოებით და უთხრეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი?
4. მიუგო იესომ მათ პასუხად: გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ.
5. ვინაიდან ბევრნი მოვლენ და იტყვიან: მე ქრისტე ვარო! და მრავალს შეაცდენენ.
6. ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს: იცოდეთ, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ეს უნდა მოხდეს. მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.
7. ვინაიდან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ. და იქნება შიმშილი. და მიწისძვრანი ადგილ–ადგილ.
8. ხოლო ყოველივე ეს მშობიარობის ტკივილთა დასაწყისია.
9. მაშინ გადაგცემენ თქვენ სატანჯველად და დაგხოცავენ. და მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო.
10. მაშინ ცდუნდებიან ბევრნი: ერთმანეთს გადასცემენ და შეიძულებენ ერთი–მეორეს.
11. მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი აღდგება და ბევრს შეაცდენს. და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული.
12. ბოლომდის დამთმენი გადარჩება.
(მათე.თ.24)
No comments:
Post a Comment