1) ანტიქრისტე სიტყვასიტყვით ნიშნავს ქრისტეს მოწინააღმდეგეს. წინსართი "ანტი" შეიძლება ორგვარი მნიშვნელობით იყოს ნახმარი: "წინააღმდეგ" და "მაგიერ".
სახელი ანტიქრისტე წმინდა წერილში ორგვარი მნიშვნელობით იხმარება: 1) ქრისტეს ყველა ის მტერი (მოქიშპე), რომელიც ეწინააღმდეგება სახარების მოძღვრების გავრცელებას, აყალბებს მის სწავლებებს და უარყოფს ქრისტიანულ დოგმატებს (იოანე 2.22; იოანე 4.3; 2 იოანე 7)
2) ეს არის პიროვნება, რომელიც სამყაროს აღსასრულის წინ მოვა ქრისტიანობის განადგურების მიზნით
მრავალი წმინდა მამა წინასწარმეტყველებს, რომ ანტიქრისტე იქნება ისრაელის 12 ტომიდან ერთ–ერთის – დანის შთამომავალი
დანის ტომი იკავებდა მცირე ადგილს ქანაანის ტერიტორიაზე, პალესტინელების მეზობლად, ამიტომ ხშირად ყვებოდა პალესტინელების თავდასხმის ქვეშ. დანიდან ეგვიპტეში შეიქმნა პატარა კომლი, რომელიც ივლიდა 62700 ადამიანს. იგაელა იადინის ჰიპოტეზის თანახმად, ეს ტომი იყო ბერძნული წარმოშობის – დანაიცები, რომლებიც მოგვიანებით შეუერთდა სრაელის ტომთა კავშირს.
წმ. დიდმოწამე ირინეოს ლიონელი ამბობს: "დანიდან ისმის მისი ცხენების ჭიხვინი, მისი მერნების თქრათქურისგან იძვრის დედამიწა, მოდიან, რომ შთანთქონ მთელი ქვეყანა, ქალაქები და მათი მკვიდრნი" (იერ.8,16) ამიტომაც ეს ტომი არაა მოხსენიებული "აპოკალიფსში" გადარჩენილთა შორის (გამოცხ. 7.5–7).
წმ. ანდრია, კესარიის ეპისკოპოსი (Vს): "დანის ტომი არ მოიხსენიება სხვებთან იმიტომ, რომ მისგან წარმოიშვება ანტიქრისტე."
თეოდორე კვიპროსელი: " ....ანტიქრისტე, რომელიც დაჯდება ტაძარსა იერუსალიმისასა, დაგმობს ღმერთს და გამოიჩინებს თავსა თვისსა ვითარცა ღმერთი."
წმიდა ეფრემ ასური: " ....თავის თავს უწოდებს მქადაგებელს, ჭეშმარიტი ღვთისშემეცნების მოამაგეს, აღთქმულ მესიას."
თეოდორიტე: " ...ადამიანთა მტერი და ღვთის მოწინააღმედე დემონი, ღვთის სახელის მიმტაცებელი."
დეკანოზი ბორისი: "იგი როგორც ღმერთი, თაყვანისცემას მოითხოვს ....შეეცდება გარეგნული წესით ქრისტეს მიბაძოს."
მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი): " ანტიქრისტე იმდენად მომხიბვლენი იქნება, იმდენად თანაშეეწყობა დროის სულს, ამა სოფლის სულს, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფით, რომ უმრავლესობა ვერც კი შეატყობს თავისი ქრისტიანობის წარწყმედას, ისე თაყვანს–სცემს მას."
No comments:
Post a Comment