
წმ. თეოფანე დაყუდებული წერს:" ჩვენ გატაცებულნი ვართ "განათლებული" ევროპით. დიახ, იქ პირველებმა აღადგინეს ამ სამყაროდან განდევნილი წარმართული უმსგავსოებანი; იქიდან გადმოვიღეთ ჩვენ ისინი. ჩავისუნთქეთ რა ეს ჯოჯოხეტური ჰაერი, სულელებივით თავდავიწყებით და მართლაც, უზარმაზარ სარეკლამო პლაკატებზეც კი, რომლებმაც დაამახინჯეს ჩვენი ქალაქები, აწერია:"ჩაწვდით ამერიკულ სულს!" შემდეგ წმ. თეოფანე აგრძელებს: " როგორ გაირყვნა დასავლეთი? თავის თავი თვითონვე გარყვნა: სახარების ნაცვლად შეისწავლეს წარმართული ადათ–წესები და გაირყვნენ. იგივე მოგვივა ჩვენც. ქრისტესგან დაშორებული დასავლეთისგან ვსწავლობთ, გადმოვიღეთ მისი სული, და ყველაფერი ეს დასრულდება იმით, რომ ზურგს ვაქცევთ ჭეშმარიტ ქრისტიანობას. მაგრამ ამაში არაფერი არ არის აუცილებელი თავისუფლებისათვის: მოვინდომებთ და განვდევნით დასავლურ წყვდიადს, არ მოვინდომებთ და ჩავეფლობით მასში სამუდამოდ" ასე რომ, მსოფლიოს მოახლოებული კატასტროფა შედეგია იმისა, რომ კაცობრიობამ ზურგი აქცია ღმერთს და არნახულად წაბილწა ყოვლად წმინდა.
No comments:
Post a Comment